ბაქოს მუსლიმ გოგონათა სკოლა
ბაქოს მუსლიმ გოგონათა სკოლა (აზერ. Bakı qızlar məktəbi), აგრეთვე ცნობილი როგორც ალექსანდრას მუსლიმ გოგონათა სკოლა — პირველი მუსლიმ გოგონათა სკოლა კავკასიაში,[1] რომლის შენობა აშენდა პოლონელი არქიტექტორის, იოზეფ გოსლავსკის მიერ, 1900 წელს ბაქოში, ხოლო მშენებლობის ხარჯი დაფარა აზერბაიჯანელი ნავთობმაგნატი და მილიონერი ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევი. ეს სკოლა სრულიად ახალი ტიპის სკოლა და პანსიონატი იყო, ძირეულად განსხვავდებოდა ძველ მოლახანას. 1913 წელს, სკოლა გარდაიქმნა მუსლიმ გოგონათა სემინარიად.
ბაქოს მუსლიმ გოგონათა სკოლა | |
---|---|
დაარსდა: | 1901 |
დაიხურა: | 1918 |
მისამართი: | ბაქო, აზერბაიჯანი, ისტიგლალიეთის ქუჩა |
კოორდინატები: | 40°22′07″N 49°50′01″E / 40.368517° ჩ. გ. 49.833723° ა. გ. |
ამჟამად, სკოლის შენობაში განლაგებულია აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი.
დაარსების ისტორია
რედაქტირებასკოლის შენობის მშენებლობა
რედაქტირებაჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმა, ალექსანდრე III-ის მეფობის დროს, სთხოვა მას ნებართვა ბაქოს მუსლიმ გოგონათა სკოლის აშენების თაობაზე, სადაც მათ შეეძლოთ ესწავლად თავიანთ მშობლიურ ენაზე, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ალექსანდრე III სიკვდილის შემდეგ, ტახტზე ნიკოლოზ II ავიდა. ნიკოლოზ II-ის და ალექსანდრა თედორეს ასულის კორონაციის დროს, თაღიევმა ერთ-ერთ სენატორს დაუკავშირდა და ძალიან ძვირი საჩუქარი აჩუქა იმპერატრიცას, სადაც სთხოვა იმპერატრიცას, რომ მას დაეხმარა ბაქოს რუს-მუსლიმ გოგონათა სკოლის გახსნაში, ხოლო სკოლას მიენიჭა ალექსანდრას სახელი.
ამავე დროს, თაღიევმა ბანკში 150,000 რუბლი ჩარიცხა, რომელის განაკვეთი 5% იყო წელიწადში, რაც 7,500 რუბლის შემოსავალს შეადგენდა, რომელიც განკუთვნილი იყო სკოლის მიმდინარე საჭიროებებზე. ორი წლის შემდეგ, 1896 წელს, სკოლის აშენების უფლება მისცეს. თაღიევმა სკოლის მშენებლობის პროექტი, პოლონელ არქიტექტორს იოზეფ გოსლავსკის ჩააბარა. მშენებლობა 1898 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ, 1900 წელს დასრულდა. მშენებლობის ღირებულებამ, დაახლოებით 184.000 რუბლი შეადგინა, ხოლო სკოლის შენობის ადგილმა, 864 კვადრატული საჟენი დაიკავა. როგორც აზერბაიჯანელი მწერალი და ისტორიკოსი მანაფ სულეიმანოვი აღნიშნავს: „თავისი სილამაზით, ლაკონიური და მკაცრი ელეგანტურობით, იგი გახსნა ახალი ბრწყინვალე გვერდი ნიკოლაევის ქუჩის არქიტექტურაში“.[2]
სამღვდელოების კურთხევა
რედაქტირებასკოლის გასახსნელად ნებართვისა და კურთხევის მისაღებად, თაღიევმა სახლში ბაქოს სასულიერო პირების იმ დროის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები მოიწვია. თუმცა, სასულიერო პირების უმრავლესობა, გაბრაზებული იყო თაღიევზე. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ორ რელიგიურ ლიდერს, რომლებმაც მოიწონეს გოგონათა სკოლის გახსნის იდეა, შეხვედრის მეორე დღეს შეტევა განიცადეს, კერძოდ: გაზი მირ მუჰამედ ქირიმის სახლს ნავთი შეასხეს და უშედეგოდ ცეცხლი წაუკიდეს,ხოლო ახუნდ მირზა აბუთურაბას კარიბჭეს, უცენზურო სიტყვები დაწერეს.
იმისათვის, რომ დააწყნაროს მუსლიმი ლიდერები, თაღიევმა მოლა მირზა მუჰამედ გაგზავნა წმინდა ადგილებში: მექაში, მედინაში, ქარბალაში, ხორასანში, კაიროში, სტამბოლსა და თეირანში, რომელმაც უზრუნველყო იგი ფულით და მდიდარი საჩუქრებით. ჰაჯის უნდა შეხვედრილიყო ისლამურ სამყაროში ყველაზე პატივცემულ რელიგიურ ლიდერებთან, მუჯტაითებთან და აეღო მათგან დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (ხელმოწერილი და დალუქული), რომ მუსლიმ გოგოებს, როგორც ახალგაზრდა ვაჟებს, შეუძლიად მიიღონ განათლება თანამედროვე სკოლებში და რომ არაფერი ადათის საწინააღმდეგო აქ არ არის.
იმავდროულად, ბაქოში გოგონათათვის სკოლის გახსნის ამბავი სწრაფად გავრცელდა და მთელი ბაქო მოიცვა: საკითხს განიხილავდნენ ქორწილსა და მეჯლისებზე, ბაზრებსა და მაღაზიებში. რეაქციული მოლა ახუნდები კი, მოსახლეობას თაღიევის ისეის წინააღმდეგ განაწყობდნენ.
ამ დროს, მოლა მირზამ შეასრულა თაღიევის დავალება. მან ჩამოიტანა წერილობითი ნებართვები, იმ დროის რვა ყველაზე ცნობილი მუჯთაიდისგან. თაღიევმა ხელახლა შეკრიბა თავის სასახლეში სასულიერო პირები და სთხოვა, რომ მისთვის ეთქვათ მათი რჩეული მუჯთაიდი (მაშინ თითოეულ სასულიერო პირს, ჰყავდა თავისი პატივსაცემი მუჯთაიდი, რომლის სიტყვა ითვლებოდა მარადიულ კანონად). ისინიც ჩამოთვალეს მათი რჩეულები, მაშინ ჰაჯიმ აჩვენა მუჯთაიდების მიერ ხელმოწერილი ნებართვები, სადაც ისინი აძლევენ გოგონებს თანამედროვე მეცნიერების შესწავლის უფლებას.[2]
ამასობაში, თავად თაღიევმა ყაზანში გაგზავნა მაცნეები, რომ ეპოვა მუსლიმი თათარი ქალი მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიდნენ გოგონებს. იპოვეს მასწავლებელი სახელად ხადიჯა ხანუმი, ასევე რუსულ გაზეთებში განათავსეს სარეკლამო განაცხადი, ქალი მასწავლებლების საპოვნელად, რომლებმაც იციან თურქული ენა. ამის შემდეგ, მალევე გამოცხადნენ კიდევ ორი ქალი მასწავლებელი - მარიამ ხანუმ სულკევიჩი ლიტვის თათრებიდან და ჰანიფა ხანუმი ახალციხიდან.[2]
თათიევმა თაზაფირის მეჩეთში, ხელახლა შეკრიბა გავლენიანი სასულიერო პირები, სადაც ისევ დაიწყო მუსლიმ გოგონათა სკოლის გახსნის მნიშვნელობის საკითხის განხილვა. მაგრამ ბევრი სამღვდელოების წევრი ისევ წინააღმდეგი იყო, რომლებიც მაგალითებს და მტკიცებულებებს აჩვენებდნენ ყურანიდან, წმ. მუჰამედის ცხოვრებიდან, ხალიფებისა და იმამების ცხოვრებიდან, ხოლო თაღიევის მოწოდებას „დემონურსა“ და „ღმერთის საწინააღმდეგოს“ უწოდებდნენ. ხოლო გოჩები, რომლებიც ხმლებით და რევოლვერებით იყვნენ შეიარაღებული, ღიად იმუქრებოდნენ ჰაჯისა და მის მხარდამჭერებს. თაღიევმა, თავის მხრივ, აჩვენა დოკუმენტები და სერტიფიკატები, ჩამოტანილი ღვთისმსახურების ადგილებიდან და არაერთხელ წაიკითხა, არწმუნებდა თანამემამულეებს, რომ თანამედროვე მეცნიერების სწავლა გოგონებისთვის — სასარგებლო და საჭიროა. ასევე ბაქოს გუბერნიის კაზი, მირმუჰამედ ქერიმი და მირზა აბუთურაბ ახუნდი, კითხულობდნენ ყურანიდან სურებს, სადაც აღნიშნულია, რომ მუსლიმი ქალები, ისევე როგორც მუსლიმი მამაკაცები, უნდა დაეუფლონ ცოდნას და შეისწავლონ თანამედროვე მეცნიერებები, სადაც არაფერია „უღვთო“. მაგრამ ამან კიდევ ერთხელ პროტესტი გამოიწვია.
მაგრამ თაღიევი აცხადებდა, რომ მუსლიმი გოგონები უნდა ისწავლონ თვალების ასახილველად, რომ შემდგომში ისინი ოჯახში მოიქცნენ ღირსეულად. ასევე მან განაცხადა, რომ ახალგაზრდები, რომელიც მიემგზავრებიან სასწავლებლად ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში, იქიდან მოჰყავთ ცოლი, რადგან ადგილობრივი გოგონები არ შეესაბამებიან მათ, ხოლო ბავშვი დაბადებული ასეთ ქორწინება, უნებლიეთ ხდება სხვა რელიგიის მიმდევარი. თაღიევის განცხადებით, ახალი სკოლა შეასწავლის რელიგიური სამართალის საფუძვლებს, ეკონომიკას, უნარი შეინარჩუნოს სახლი, მზარეულობას, კერვას, წერას და საუბარს რუსულად და აზერბაიჯანულად, შეასწავლის არითმეტიკას, გეოგრაფიას, შვილების აღზრდას, ხოლო სკოლის მასწავლებლები იქნებიან ქალები.[2]
გოგონათა სკოლის ბედი, იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვას წერილმა გადაწყვიტა, რომელშიც მან გოგოებს უსურვა ისწავლონ „შესანიშნავად“, რომ გახდნენ სამშობლოს ერთგულები და სამაგალითო ქალი საზოგადოებაში, იცხოვრონ ჯანმრთელად და ბედნიერად. ეს წერილი იყო საპასუხოდ გოგოების დეპეშის, რომლითაც ისინი მადლობა გადაუხადეს იმპერატრიცას, სკოლის გახსნაში აქტიური მონაწილეობისთვის. დეპეშის დაწერა გოგონებს თაღიევმა ურჩია.[2]
სკოლის გახსნა
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ სწავლა სკოლაში 1901 წლის 7 სექტემბერს დაიწყო, გახსნის საზეიმო ცერემონია 9 სექტემბერს შედგა. ამ შემთხვევაში ამ დღეს თაღიევმა ბევრი მისალოცი დეპეშა მიიღო ყირიმიდან, უზბეკეთიდან, პეტერბურგიდან, ყაზანიდან და სხვა ადგილებიდან. სენატორი იანკოვსკი, მაგალითად წერდა თაღიევს: „გისურვებ წარმატებებს სკოლაში, რომლის გახსნისთვის დახარჯე ამდენი ძალისხმევა ...“. თაღიევმა, გახსნის ცერემონიაზე საუბრისას, განაცხადა: „გოგონათა სკოლა მომავალში, ჩვენ უნდა გადავაკეთოდ გიმნაზიად. ეს არის ჩემი ოცნებაა“.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ბევრი ინტელექტუალი, რომელთა შორის იყო პირველი აზერბაიჯანული გაზეთის „ექინჯი“-ს რედაქტორი ჰასანბეკ ზარდაბი. თავისი გამოსვლა მან შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „მრავალი წელი სიცოცხლისა შენ, ჰაჯი!“.[2]
ერთ-ერთმა ფრანგმა, სახელად დე ბაი, თავის გამოცემულ წიგნში პარიზში, პირველი მუსლიმ გოგონათა სკოლა ბაქოში, სასწაულად მოიხსენია.
მოგვიანებით, რუსეთის იმპერიის სხვა ოლქებშიც დაიწყო მუსლიმ გოგონათა სკოლის გახსნა — თბილისში, ყაზანში, ბაშკირეთში, დაღესტანში. 1915 წლისთვის კი, ბაქოში უკვე 5 გოგონათა სკოლა არსებობდა. ერთ-ერთი მათგანი, ქალაქის სამუშაო ცენტრში — ბალახანიში მდებარეობდა.[2]
გალერეა
რედაქტირებასკოლის შენობა რევოლუციამდელ ბაქოში | აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის შენობა 2010 წელს |
-
მასწავლებლები და მოსწავლეები 1902 წელს.
-
კერვის გაკვეთილი.
-
თაღიევი და მისი მეუღლე, ზარდაბი და მისი მეუღლე, თოფჩიბაშევი და მოსწავლეები.
-
კერვის გაკვეთილი 1911 წელს.
-
სწავლის დროს.
-
სკოლის დირექტორი ჰანიფა მელიქოვა
ლიტერატურა
რედაქტირება- Манаф Сулейманов. Дни минувшие. — Баку: Азернешр, 1967.
- Шамиль Фатуллаев. Градостроительство Баку.
- Манаф Сулейманов Stories of Taghiyev. Baku's Most Renowned Oil Baron // Azerbaijan International : журнал. — 2002. — С. 42-49.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბაქოს მუსლიმ გოგონათა სკოლა“ ვიკისაწყობში.