აზერბაიჯანის ხელნაწერთა ინსტიტუტი

აზერბაიჯანის ხელნაწერთა ინსტიტუტი (აზერ. Əlyazmalar İnstitutu) — სამეცნიერო ცენტრი აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. დაკავებულია სამეცნიერო-კვლევითი, საარქივო და ბიბლიოთეკური საქმიანობით. ახორციელებს შუასაუკუნოვანი ხელნაწერების შეგროვებას, სისტემატიზაციას, დაცვას, შესწავლას, თარგმნასა და გამოქვეყნებას[1].

მუჰამედ ფიზულის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი
Məhəmməd Füzuli adına Əlyazmalar İnstitutu
დაფუძნდა 1986
ტიპი სახელმწიფო
მდებარეობა აზერბაიჯანი
ქალაქი ბაქო
ქვეყანა აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის ხელნაწერთა ინსტიტუტი — აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის ხელნაწერთა ინსტიტუტი
www.elyazmalarinstitutu.com

ამჟამად ინსტიტუტის საცავი 40000-მდე დოკუმენტს მოიცავს, მათ შორის 11000 ხელნაწერი აზერბაიჯანულ, თურქულ, უზბეკურ, ფარსისა და არაბულ ენებზეა შესრულებული. ეს ტექტები ინფორმაციას შუასაუკუნეების მედიცინის, ასტრონომიის, მათემატიკის, პოეზიის, ფილოსოფიის, სამართლის, ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ შეიცავს[1].

ინსტიტუტი განთავსებულია ყოფილ ბაქოს მუსლიმ ქალთა სკოლის ისტორიულ შენობაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Farid Alakbarli, Esmira Hajiyeva., Medieval Medical Manuscripts from Baku in the Memory of the World Programme of UNESCO(ინგლისური) // Biomedicine International, 2010, № 1, გვ. 37-39.