ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ბაფეუსის ბრძოლა
ბიზანტია-ოსმალეთის ომების ნაწილი
თარიღი 1302 წლის 27 ივლისი
მდებარეობა კოიუნჰისარის ციხე
შედეგი ოსმალთა გამარჯვება, კოიუნჰისარი და ბურსას მახლობლად მდებარე ციხესიმაგრეები ოსმალეთის გავლენის ქვეშ ექცევა
მხარეები
ბიზანტიის იმპერია ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
გიორგი მუზალონი ოსმან I
ძალები
~2000 ~5000
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ბაფეის ბრძოლა ან ბაფეუსის ბრძოლა (ბერძ. Μάχη του Βαφέως; თურ. Bafeus Muharebesi)[1][2] დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიისა და ბიზანტიის იმპერიების არმიებს შორის, რომელიც გაიმართა 1302 წლის 27 ივლისს, იზმითის ყურის სამხრეთ სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ბიზანტიელებმა სასტიკი დამარცხება იგემეს თურქულ არმიასთან, რომელსაც ოსმალეთის პირველი სულთანი, ოსმან I ედგა სათავეში. თურქების გამარჯვებამ ამ უკანასკნელთ საშუალება მისცა, გამყარებულიყვნენ ნიკომედიის შემოგარენში. ამ ბრძოლის შემდეგ, ოსმანმა, ფაქტობრივად, მთელი ბითინიის შემოგარენი იგდო ხელთ.

ოსმანი საკუთარი კლანის წინამძღოლობით წარმატებას ჯერ კიდევ XIII საუკუნის ბოლო დეკადებიდან აღწევდა. მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი არმიით უფრო ძლიერად დაერბია ბიზანტიის საზღვრები ბითინიაში. 1301 წელს ოსმალეთმა ალყა შემოარტყა ნიკეას, ყოფილ იმპერიულ დედაქალაქს და ავიწროვებდა დღევანდელი ბურსას მიმდებარე ტერიტორიას. მსგავსი თურქული კამპანიების შედეგად, ნიკომედიის მიმდებარედ ადგილობრივ მოსახლეობას ექმნებოდა საკვები პრობლემები, რადგან ოსმალებმა მათ მოსავლის აღება აუკრძალეს.

1302 წლის გაზაფხულზე იმპერატორმა მიქაელ IX-მ წამოიწყო ლაშქრობა, რომლის ფარგლებიც სამხრეთ მაგნეზიამდე (დღევანდელი მანისა) სწვდებოდა. მისი მრავალრიცხოვანი ჯარით შეშინებულმა თურქებმა ბრძოლას თავი აარიდეს. მიქაელი მათთან დაპირისპირებას ცდილობდა, თუმცა გენერლებმა იგი შეაჩერეს. საბოლოოდ, აწ უკვე მომზადებულმა თურქებმა კვლავ განაახლეს საომარი მოქმედებები, რამაც მიქაელ პალეოლოგს იზოლაციისკენ უბიძგა. მისი არმია უბრძოლველად დაიშალა, რადგან ყველა მეომარი საკუთარი სახლების დასაცავად გაიქცა. არმია მიატოვეს დაქირავებულმა ალანებმაც, რომლებიც თრაკიაში საკუთარი ოჯახებისკენ მიიწევდნენ. მალე, მიქაელი იძულებული გახდა, ანატოლია ზღვით დაეტოვებინა, რასაც მოჰყვა ლტოლვილთა კიდევ ერთი ტალღა.[3][4][5]

საფრთხისგან თავის არიდების მიზნით, მიქაელის მამამ, ანდრონიკე II პალეოლოგოსმა, ნიკომედიისკენ ბიზანტიელთა 2000-კაციანი არმია გაგზავნა (რომელთა ნახევარიც დაქირავებული ალანებით იყო დაკომპლექტებული). არმიას სათავეში გიორგი მუზალონი მეთაურობდა, რომლის მიზანსაც ბოსფორის სრუტის გადალახვა და ქალაქის ხსნა წარმოადგენდა.[6][7]

ბაფეის დაბლობზე, სავარაუდოდ, ნიკომიდიის აღმოსავლეთით, 1302 წლის 27 ივლისი ბიზანტიელთა არმია შეხვდა დაახლოებით 5000 მსუბუქი კავალერიისგან შემდგარ ჯარს, რომელსაც თავად ოსმან I მეთაურობდა. თურქული არმია ძირითადად დაკომპლექტებული იყო როგორც ოსმალთა მოკავშირე პაფლაგონიელი მეომრებით, ისე ოსმანის ტომის წევრებით. ბიზანტიელთა საუბედუროდ, ალანებმა ბრძოლის ველი მიატოვეს, რაც მომგებიანი აღმოჩნდა ოსმალთათვის 一 თურქებმა გაარღვიეს ბიზანტიური ხაზი, შედეგად კი მუზალონი იძულებული გახდა გადასულიყო ნიკომედიაში.[8][9]

შედეგები

რედაქტირება

ბაფეის ბრძოლა იყო პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება იმ დროისთვის ნორჩი ოსმალეთის იმპერიისთვის და წარმოადგენდა მნიშვნელოვან ფაქტორს, გაფართოებულიყო იგი მთელ ბითინიის ოლქში. ბიზანტიელებმა, ფაქტობრივად, დაკარგეს კონტროლი ბითინიურ დასახლებებზე. მათ აღარაფერი დარჩენიათ, გარდა დაბრუნებულიყვნენ საკუთარ ციხეებში და იქ შეეფარებინათ თავები. ბიზანტიის დამარცხებამ ამ ომში, აგრეთვე, განაპირობა ქრისტიანი მოსახლეობის გარიყვა ბითინიის რეგიონიდან, ამან კი კიდევ უფრო შეცვალა რეგიონის დემოგრაფიული ბალანსი მისი ბერძნული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისლამზე მოექცა. თურქებს საშუალება მიეცათ, გაეკონტროლებინათ მთელი ეგეოსის ზღვის სანაპირო ზოლთან მდებარე ნასახლარები. შედეგად, ბაფეის ბრძოლამ ერთგვარად გადაწყვიტა ბიზანტიის იმპერიის ბედი მცირე აზიაში ბიზანტიელებმა ანატოლიის რეგიონზე კონტროლი დაკარგეს.[10] თურქი ისტორიკოსის, ჰალილ ინალჯიკის თქმით, სწორედ ამ ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბდა ოსმალეთი, როგორც სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, ბიზანტიელთა შტურმები კვლავაც გრძელდებოდა ბითინიის რეგიონში მანამ, სანამ 1337 წელს, ნიკომედიის ომში, ბიზანტიელები კვლავაც არ დამარცხდნენ და უკვე საბოლოო კონტროლი არ დაკარგეს.[11]

ბიზანტიელი ისტორიკოსი, გიორგი პაქიმერე წერდა, რომ, როცა ოსმალთა გამარჯვების ამბავმა პაფლაგონიის ღაზების ყურამდე მიაღწია, სწორედ მაშინ დაიწყეს ოსმანის განდიდება და მას შემდეგ მას მრავალმა მორჩილებაც კი აღუთქვა. ისტორიკოსი ამბობდა, რომ ამ ომის შემდეგ ოსმალთა მთავარ მიზანს უკვე კონსტანტინოპოლის დაუფლება წარმოადგენდა, სრუტის მეორე მხარეს კი თურქული ტომები თავისუფლად დახეტიალობდნენ მცირე ჯგუფებად. დღე არ გავიდოდა, რომ არ გაგვეგო თურქთა მიერ ჩვენ ციხესიმაგრეებზე ან მშივობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შესახებ“ ამბობს მატიანე.[12][13]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Bartusis, Mark C. (1997), The Late Byzantine Army: Arms and Society 1204–1453, University of Pennsylvania Press, ISBN 978-0-8122-1620-2, https://books.google.com/books?id=rUs-hHd89xAC
  • İnalcık, Halil (1994), „Osman Ghazi's Siege of Nicaea and the Battle of Bapheus“, Zachariadou, Elizabeth, The Ottoman Emirate (1300–1389). Halcyon Days in Crete I: A Symposium Held in Rethymnon, 11–13 January 1991, Crete University Press, ISBN 960-7309-58-8, http://www.deremilitari.org/resources/pdfs/inalcik.pdf დაარქივებული 22 June 2010[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  • Kazhdan, Alexander, ed. (1991). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-504652-8.
  • Laiou, Angeliki E. (1972), Constantinople and the Latins: The Foreign Policy of Andronicus II, 1282–1328, Harvard University Press, ISBN 978-0-674-16535-9
  1. Halil İnalcık, "Osman Gazi'nin İznik Kuşatması ve Bafeus Muhaberesi", Osmanli Beyliği (1300–1389), Tarih Vakfı Yurt Yayınları, 1997, ISBN 978-975-333-067-1, 97p.
  2. İstanbul Büyükşehir Belediyesi. Kültür İşleri Daire Başkanlığı, "Halil İnalcık'ın Keşifleri ve İki Örnek: Bafeus/Koyunhisar ve Pelekanon", Türk tarihçiliğinde dört sima: Halil İnalcık, Halil Sahillioğlu, Mehmet Genç, İlber Ortaylı, İstanbul Büyükşehir Belediyesi Kültür A.Ş. Yayınları, 2006, p. 40. In books on history and text books, the Battle of Bafeus was mentioned in the way that Hammer had written many years before and confused with the Battle of Koyunhisar.
  3. Nicol (1993), pp. 125–126
  4. Bartusis (1997), pp. 76–77
  5. Laiou (1972), p. 90
  6. Kazhdan (1991), pp. 251, 1421
  7. Nicol (1993), p. 126
  8. Kazhdan (1991), p. 251
  9. Laiou (1972), pp. 90–91
  10. Laiou (1972), pp. 91, 122
  11. Kazhdan (1991), p. 1484
  12. https://books.google.com/books/about/%C4%B0znik_Throughout_History.html?id=NKylQAAACAAJ&redir_esc=y
  13. https://books.google.com/books?id=_gmVSgoSOacC&pg=PP4&dq=Georgii+Pachymeris+De+Michaele+Et+Andronico+Palaeologis+Libri+Tredecim,+Volume+2&hl=en&newbks=1&newbks_redir=0&source=gb_mobile_search&ovdme=1&sa=X&ved=2ahUKEwjnjLegsNz7AhVYM1kFHe4aDOIQ6AF6BAgCEAM#v=onepage&q&f=false