ბატეთის ტბა

ტბა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში

ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ძამის აუზში, ბატეთისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 5 კმ², საშუალო სიღრმე 7 მ, მაქსიმალური სიღრმე 12 მ.[2][3] მეწყერი, რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ბატეთის ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი.[4] წითელი წიგნის მონაცემებით ტბაში კალმახიც გვხვდება.[5]

ბატეთის ტბა
ბატეთის ტბა
ბატეთის ტბა
კოორდინატები: 41°53′47″ ჩ. გ. 43°46′03″ ა. გ. / 41.896417° ჩ. გ. 43.767639° ა. გ. / 41.896417; 43.767639
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ქარელის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 1313 
ფართობი 0,02 კმ²
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე 12 
აუზის ფართობი 5 კმ²
ბატეთის ტბა — საქართველო
ბატეთის ტბა
ბატეთის ტბა — შიდა ქართლი
ბატეთის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 32.
  2. აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 367.
  3. Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  4. „გაიცანი საქართველო“ შიდა ქართლი
  5. საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, გვ. 217, წ. 1982.