ბატანგ-გადისის ეროვნული პარკი

ბატანგ-გადისი (ინდონ. Taman Nasional Batang Gadis) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრის დასავლეეთ ნაწილში. მოიცავს 1 080 კმ²–ს. პარკში გავრცელებულია საფრთხის ქვეშ მყოფი სუმატრის ვეფხვი, აზიური ოქროსფერი კატა, ბენგალური კატა, წინწკლებიანი ლეოპარდი. ბატანგ-გადისის დაცული ტერიტორია იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას ჩრდილოეთ სუმატრის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის დერეფანი, რომელიც სხვა დაცული ტერიტორიებისა და ტყეების სერიათა საშუალებით დაუკავშირდება სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე გუნუნგ-ლიოსერის ეროვნულ პარკს.[1]

ბატანგ-გადისის ეროვნული პარკი

Taman Nasional Batang Gadis

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული სუმატრა
კოორდინატები 0°43′ ს. გ. 99°30′ ა. გ. / 0.717° ს. გ. 99.500° ა. გ. / -0.717; 99.500
ფართობი 1 080 კმ²
დაარსდა 2004
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება