ბარბარე ალექსი-მესხიშვილი

ქართველი მსახიობი

ბარბარე ვლადიმერის ასული ალექსი-მესხიშვილი (დ. 13 თებერვალი [ძვ. სტ. 1 თებერვალი] , 1898, თბილისი ― გ. 25 დეკემბერი, 1972, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1943), ლადო მესხიშვილის ქალიშვილი და ნინო ალექსი-მესხიშვილი (1896-1956) და.

ბარბარე ალექსი-მესხიშვილი
დაბადების სახელი ბარბარე ალექსი-მესხიშვილი
დაბადების თარიღი 13 თებერვალი, 1898
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 25 დეკემბერი, 1972 (74 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მოსკოვის მცირე თეატრთან არსებული დრამატული კურსების დამთავრების შემდეგ 1916–1941 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის, კიევის, ხარკოვისა და სხვა თეატრებში, 1942–1944 წლებში თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში ასრულებდა კომედიურ და მოზარდი ბიჭუნების როლებს. აღსანიშნავია მისი დონ ხილი და მართა (ტირსო დე მოლინას „დონ ხილ-მწვანეშარვლიანი“ და „ღვთისმოსავი მართა“), პაისკეტი (ართურ უინგ პინეროს „სახიფათო ასაკი“), მირანდოლინა (კარლო გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“), ტუგინა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უკანასკნელი მსხვერპლი“).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება