„ბარბალე“სოფლის მეურნეობის ორგანული მიმართულების პირველი კომერციული ბრენდი საქართველოში, ის დაარსდა 2015 წლის 5 ოქტომბერს. "ბარბალე" აწარმოებს ორგანულ პროდუქტებს. "ბარბალეს" ათამდე ფერმერს მოჰყავს სოფლის მეურნეობის კულტურები ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით, ქიმიური სასუქების და ჰერბიციდების გარეშე.

ბარბალე
დარგი სოფლის მეურნეობა
დაფუძნდა 2015
დამაარსებელი გაგა მუმლაძე
ქეთევან დიდმანიძე
პროდუქცია ბიო-პროდუქტები
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, ახალციხე, აწყური
მფლობელი გაგა მუმლაძე
ქეთევან დიდმანიძე
სერვისის ენა ქართული

სახელწოდებარედაქტირება

ორგანული სოფლის მეურნეობა „ბარბალეს“ სახელწოდება უკავშირდება ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელ ქალღმერთ ბარბალეს, მას ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს. ორგანული სოფლის მეურნეობა „ბარბალეს“ ლოგოს კი ნარინჯისფერი გოგრა წარმოადგენს[1].

ფასეულობებირედაქტირება

„ბარბალეს“ სამ ძირითად მიმართულებას ორგანული სოფლის მეურნეობის კულტურების მოყვანა, აგრო-ტურიზმის განვითარება და ადგილობრივ მოსახლეობაში ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს[2].

სოფლის მეურნეობის კულტურებირედაქტირება

 
იასამნისფერი და თეთრი კარტოფილი
 
„ბარბალეს“ მზის ელექტროსადგური
 
მოხალისეთა ჯგუფი ბარბალეში

„ბარბალე“ აწარმოებს ბოსტნეულიდა ბახჩეული კულტურებს, საქართველოში გავრცელებულ ბოსტნეულთან ერთად მეურნეობა ცდილობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების დანერგვას ქართულ ბაზარზე. „ბარბალე“ პირველად იასამნისფერი კარტოფილის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი საქართველოში. 2020 წლიდან მეურნეობამ ჟოლოსფერი კარტოფილი შესთავაზა თავის მომხმარებელს. 2020 წლიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დახმარებით ახორციელეს ძველი ქართული კულტურების ცერცვის, ძაძას, ღომის და ცულისპირას კულტურების აღდგენას. „ბარბალე“ აწარმოებს ოცამდე სახის მურაბას, ჯემს, მწნილებსა და სამკურნალო მცენარეებს, ჩაის.

მეფუტკრეობარედაქტირება

„ბარბალეს“ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს მეფუტკრეობა წარმოადგენს. 2019 წელს "ბარბალეს" მეურნეობაში, საქართველოს მასშტაბით პირველად დაიწყო ფუტკრის თერაპია. მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსების მეშვეობით „ბარბალეს“ ბაზაზე აშენდა პირველი „აპი-სახლი“ საქართველოში, სადაც სკის კლიმატით მკურნალობაა შესაძლებელი[3].

ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვარედაქტირება

გარემოს დაცვაის კუთხით „ბარბალემ“ მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსების მეშვეობით ფერმერებისათვის შეიძინა მზის ელექტოსადგური. რომელიც განახლებადი ელექტროენერგიის გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო პრეცედენტია ახალციხის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას „ბარბალეს“ ფერმერები მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის არ გამოიყენებენ და ის რევერსული მრიცხველის საშუალებით იყიდება ცენტრალურ ენერგოსისტემაში[4].

მოხალისეობარედაქტირება

ორგანული სოფლის მეურნეობა „ბარბალე“ აქტიურად იყენებს მოხალისეობრივ შრომას მეურნეობის ორგანიზებისას, ასეულობით მოხალისე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მონაწილეობს ჯანსაღი პროდუქტების წარმოებაში და საკუთარი წვლილი უანგაროდ შეაქვს მეურნეობის განვითარებაში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება