ბანტიმურუნგ-ბულუსარაუნგის ეროვნული პარკი
ბანტიმურუნგ-ბულუსარაუნგი (ინდონ. Taman Nasional Bantimurung Bulusaraung) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სულავესის სამხრეთ ნაწილში. მოიცავს მაროს–პანგკეპის ქვიშაქვის ბორცვებს — მეორე უდიდეს კარსტულ არეალს მსოფლიოში, სამხრეთ–აღმოსავლეთ ჩინეთის კარსტების შემდეგ.[1]
ბანტიმურუნგ-ბულუსარაუნგის ეროვნული პარკი
Taman Nasional Bantimurung Bulusaraung | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული სულავესი |
კოორდინატები | 4°54′ ს. გ. 119°45′ ა. გ. / 4.900° ს. გ. 119.750° ა. გ. |
ფართობი | 437 კმ² |
დაარსდა | 2004 |
მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
პარკი მდებარეობს მაროსის სარეგენტოში, ქალაქ მაკასარიდან 45 კმ–ით ჩრდილოეთით, სულთან ჰასანუდინის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომანქანით 45 წუთის სავალ მანძილზე. კარსტის ფორმაციები მაღალი და ციცაბოა, ორივე მხრიდან თითქმის 90 გრადუსიანი კუთხით.
კარსტული არეალი 43 750 ჰექტარს მოიცავს, სადაც განლაგებულია 286 მღვიმე.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Lestari Hutan Indonesia დაარქივებული 2010-04-20 საიტზე Wayback Machine. , retrieved 24 February 2010
- ↑ [https://web.archive.org/web/20140305182334/http://tanahair.kompas.com/read/2012/09/10/15151677/Jejak.Prasejarah.yang.Terkubur.di.Bukit.Kapur Karst Maros - Pangkep Jejak Prasejarah yang Terkubur di Bukit Kapur] (September 10, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2014. ციტირების თარიღი: დეკემბერი 21, 2012.