ბანტაი (ოფიციალურად ბანტაის მუნიციპალიტეტი; ილოკ. Ili ti Bantay) ― მესამე კლასის მუნიციპალიტეტი სამხრეთ ილოკოსის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 37 118 ადამიანს მოიცავს. პროვინციული დედაქალაქიდან, ვიგანიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

დასახლებული პუნქტი
ბანტაი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 17°35′02″ ჩ. გ. 120°23′27″ ა. გ. / 17.58389° ჩ. გ. 120.39083° ა. გ. / 17.58389; 120.39083
ფართობი 76.60 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 8 მეტრი
მოსახლეობა 37 118 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 77
საფოსტო ინდექსი 2727
ბანტაი — ფილიპინები
ბანტაი

ესპანელი კონკისტადორი, ხუან დე სალსედო, ილოკოსში პირველად 1571 წელს ჩავიდა.[2] აგვუსტინელი ბერები მომდევნო წელს ჩავიდნენ კუნძულზე, კონვენტი და ღვთისმსახურების სახლი ააშენეს, რომელიც მოგვიანებით წმინდა ავგუსტინეს სამრევლო ტაძარი გახდა. თუმცა სამრევლო მხოლოდ 1591 წელს აღიარეს. ბანტაი ფორმალურად 1593 წელს დაარსდა, როგორც პუებლო, რადგანაც მანამდე ვიგანის ნაწილი იყო. იგი ერთ-ერთია სამხრეთ ილოკოსის 34 ქალაქს შორის და მისი დაფუძნება მაურას 1893 წლის კანონს უკავშირდება და ამერიკული რეჟიმის დროს ბანტაი ცალკე პოლიტიკურ ქვედანაყოფად გამოცხადდა.

გეოგრაფია

რედაქტირება

ბანტაი ილოკოსის რეგიონის დედაქალაქიდან, სან-ფერნანდოდან, 137 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს, ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან ― 406 კმ-ის, ხოლო პროვინციულ დედაქალქ ვიგანიდან ― 1 კმ-ის დაშორებით. შემოსაზღვრულია მუნიციპალიტეტებით: სან-ვისენტე, სან-ილდეფონსო, სანტო-დომინგო, მაგსინგალი, სანტა და ქალაქ ვიგანით.[3]

ბანტაის საშუალო სიმაღლე 100 მეტრია, ხოლო ფართობი ― 7 660 ჰექტარი. იგი შემაღლებული და ბორცვიანი მუნიციპალიტეტია, მაგრამ ზოგიერთი ბარანგაი ძლიერი ტაიფუნების დროს იტბორება.

ბარანგაები

რედაქტირება

ბანტაი 34 ბარანგაის მოიცავს. ყოველი ბარანგაი პუროკებს მოიცავს ნაწილი კი ― სიტიოებსაც.

ჰავის მონაცემები — ბანტაი (სამხრეთი ილოკოსი)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 30 31 32 34 33 31 30 30 30 31 30 29 31
საშუალო დაბალი °C 19 19 21 23 24 25 24 24 24 22 21 19 22
საშუალო ნალექი (მმ) 9 11 13 23 92 122 153 137 139 141 42 14 896
წვიმიანი დღეები საშუალოდ 4.6 4.0 6.2 9.1 19.5 23.2 24.0 22.5 21.5 15.2 10.5 6.0 166.3
წყარო: Meteoblue (modeled/calculated data, not measured locally)[4]

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება
 
წმინდა ავგუსტინეს ტაძარი. ბანტაის ორი სამრევლო ტაძრიდან ერთ-ერთი (მეორე მონასტერი პაინგის ბარანგაიში მდებარეობს).

ბანტაის ნაკრძალი ტყეები და ფერმები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის მცენარეების, ცხოველებისა და მდინარეების ბინადრების მრავალფეროვნებას. მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი სახეობაა, მათ შორის, 9-ზე მეტი ძუძუმწოვარი, რეპტილია (მათ შორის ვარანებიც) და ამფიბია; 10 სახეობის ფრინველი და თევზის სახეობა; რამდენიმე სახეობის მწერი და მცენარე ფერებსა და ველურ ბუნებაში არსებობს.

ფილიპინების სხვა ადგილების მსგავსად, ბანტაიშიც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და აზიური შინაური კამეჩია მოშინაურებული. ბრინჯის ტერასებთან ხშირად შეიმჩნევიან ყანჩისებრნი. მთებში მაიმუნების, გარეული ტახებისა და გარეული ქათმების შემჩნევაა შესაძლებელი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხარობს ესპანური ქლიავის ხეები, განსაკუთრებით, პაინგისა და ბანაოანგის ბარანგაებში. მთებში, განსაკუთრებით კანიაოში, უხვადაა ხე-ტყისთვის გამოსადეგი ხეები, როგორიცაა ამერიკული წითელი ხე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე უხვად ხარობს ბამბუკი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2020 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 37 118 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 480 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 94% ქრისტიანია, ხოლო დარჩენილ 6%-ს მუსლიმები და სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები შეადგენენ. ბანტაის ქრისტიანი მოსახლეობის 99%-ს კათოლიკეები წარმოადგენენ, რაც ადრეულ კოლონიურ ხანაში ესპანელების ბატონობამ განაპირობა.

ბანტაის მოსახლეობის უმრავლესობის მშობლიური ენა ილოკური ენაა. სკოლებსა და საკანონმდებლო სესიებში ინგლისურ ენაზე საუბარი მოითხოვება. მოსახლეობის მცირე ნაწილი ტაგალურ ენაზე საუბრობს.

 
სამრეკლო 2022 წლის 27 ივლისს 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაზიანდა.[5]
 
კირინოს ხიდის შემცვლელი ხიდი მდინარე აბრაზე, ქალაქ სანტასა და ბანტაის შორის.

კულტურული და ისტორიული

რედაქტირება

წმინდა ავგუსტინეს ტაძარი

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ორ სამრევლო ეკლესიას შორის ერთ-ერთია წმინდა ავგუსტინეს სამრევლო ტაძარი. ტაძარი და სამრეკლო პროვინციის ორ უძველეს სტრუქტურად მიიჩნევა. სამრეკლო 1590 წელსაა აგებული, ხოლო ტაძარი მომდევნო წლით თარიღდება. სამრეკლო კოშკი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომლის სანახავადაც ვიგანიდან ცხენშებმული ეტლებით ხშირად მიდიან დამთვალიერებლები. სტრუქტურების თავდაპირველი იერსახე დღემდე შენარჩუნებულია.

კირინოს ხიდი

რედაქტირება

თაღოვანი ხიდი მდინარე აბრაზეა გადებული. იგი ორ მთას შორის მდებარეობს და პრეზიდენტ ელპიდიო კირინოს პატივსაცემად აიგო. სუპერტაიფუნ ფერიას გამო ხიდი ნაწილობრივ დაინგრა და 2007 წლის დეკემბერში ჩინელმა ინჟინრებმა და ადგილობრივმა სამშენებლო კომპანიამ ახალი, 456 მეტრიანი ხიდის მშენებლობა დაიწყეს. ხიდი იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, გლორია მაკაპაგალ აროიომ გახსნა 2009 წლის 30 დეკემბერს. ძველი ხიდი, როგორც სამხრეთ ილოკოსის სიმბოლო, ამჯამად ტურისტული ღირსშესანიშნაობის სახითაა დაცული და სარეზერვო ნაგებობის ფუნქციას ასრულებს, თუკი მთავარი ხიდი ტაიფუნისგან დაზიანდება. ძველი ხიდი კიდევ ერთხელ დაზიანდა 2023 წლის 24 ივლისს, სუპერტაიფუნ დოკსურის დროს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Bantay Ilocos Sur - History. ციტირების თარიღი: 2023-09-05
  3. 137 Km - Distance from San Fernando La Union to bantay ilocos sur en. ციტირების თარიღი: 2023-09-05
  4. Bantay: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: 14 May 2020
  5. „Magnitude-7 Earthquake Hits Philippines' Main Island“. Bloomberg.com (ინგლისური). July 27, 2022. ციტირების თარიღი: July 27, 2022.