სან-ფერნანდო (ლა-უნიონი)

ქალაქი ფილიპინებში, ლა-უნიონის პროვინციის დედაქალაქი

სან-ფერნანდო (ოფიციალურად ქალაქი სან-ფერნანდო; ტაგ: Lungsod ng San Fernando) − მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი ლა-უნიონის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, სან-ფერნანდოს მოსახლეობა 121 812 ადამიანს შეადგენს.

სან-ფერნანდო
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 16°37′00″ ჩ. გ. 120°19′00″ ა. გ. / 16.61667° ჩ. გ. 120.31667° ა. გ. / 16.61667; 120.31667
დაარსდა 1850
ფართობი 102.72 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 101 მეტრი
მოსახლეობა 125 640 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 72
საფოსტო ინდექსი 2500
ოფიციალური საიტი http://www.sanfernandocity.gov.ph/
სან-ფერნანდო (ლა-უნიონი) — ფილიპინები
სან-ფერნანდო (ლა-უნიონი)

სან-ფერნანდო ლა-უნიონის პროვინციის ფინანსური, სამრეწველო და პოლიტიკური ცენტრია და ილოკოსის რეგიონის (I რეგიონი) რეგიონული ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქს ჩრდილოეთიდან სან-ხუანი ესაზღვრება, სამხრთიდან - ბაუანგი, აღმოსავლეთიდან − ბაგულინი და ნაგუილანი, ხოლო დასავლეთიდან - სამხრეთ ჩინეთის ზღვა. ქალაქის ფართობი 10 272 ჰექტარია.

სან-ფერნანდო ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან 269 კმ-თაა დაშორებული.

ბარანგაები

რედაქტირება

სან-ფერნანდო 59 ბარანგაიდ იყოფა.

ეკონომიკა

რედაქტირება

სან-ფერნანდოს ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა (ბრინჯი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ფესვეული კულტურები, სიმინდი, თამბაქო). სანაპირო ზოლში მოსახლეობა მეთევზეობას მისდევს. ქალაქის ადგილობრივი დელიკატესია პატოპატი, რომელიც აგდაპილისგან (შაქრის ლერწამი) მზადდება.[2]

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Madrid, Myla B.. (6 July 2010) "Patopat", A Native Delicacy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 4 October 2016