ბანინის ეროვნული პარკი

ბანინის ეროვნული პარკიდაცული ტერიტორია მოზამბიკში, გაზის პროვინციის ჩიგუბუს რაიონში. შეიქმნა 1973 წლის 26 ივნისს.

ბანინის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა გაზის პროვინცია
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
კოორდინატები 22°45′55″ ს. გ. 32°48′31″ ა. გ. / 22.76528° ს. გ. 32.80861° ა. გ. / -22.76528; 32.80861
ფართობი 7 000 კმ²
დაარსდა 1973

პარკის ფართობი 7 000 კმ²-ია და მოიცავს ვრცელ ჭარბტენიან არეალებს, რაც წყლის მნიშვნელოვანი წყაროა ირგვლივ მდებარე მშრალი მიწებისთვის. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 430 მმ-ია. ამ არეალში წყალი ძირითადად მოემართება ჩრდილო-დასავლეთიდან, ზიმბაბვეს საზღვრის სიახლოვიდან, მრავალი არხის მეშვეობით, შემდეგ კი მდინარე შანგანეში ჩაედინება.

პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია 18 სახეობის თევზი. ბინადრობენ ბუფალოები, სიასამურები, ზებრები, გნუები და ა. შ. აღნიშნულ ცხოველთა დიდი ნაწილი განაფგურდა 1980-იანი წლების სამოქალაქო ომის დროსა და 1990-იანი წლების დასაწყისში. პარკში დღემდე ბინადრობს საფრთხის ქვეშ მყოფი საყურეებიანი წერო.

მოსახლეობა

რედაქტირება

ნაკრძალში სახლობს ადამიანთა მცირე საზოგადოება, რომელიც მიწის დამუშავებით გარემოს ზიანს აყენებს. მოჰყავთ სიმინდი, სორგო, მანიოკი და შაქრის ლერწამი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება