ბანგლადეშის გეოგრაფია
ბანგლადეში მდებარეობს სამხრეთ აზიაში, მდინარე განგისა და ბრაჰმაპუტრის დელტებს შორის. ქვეყნის მთლიანი ფართობია 144 000 კმ², აქედან 133.910 კმ² ხმელეთს უჭირავს, ხოლო 10.090 კმ² წყალს.
ბანგლადეში სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გადაჭიმულია 820 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ 600 კმ-ზე. სამხრეთით მას ესაზღვრება ინდოეთის ოკეანეში არსებული ბენგალის ყურე; დასავლეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება ინდოეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით მიანმარი.
ქვეყნის რელიეფი უმეტესად წარმოადგენს დაბლობს. მისი კლიმატი კი ტროპიკულია.