ბანგიოფიცეები
ბანგიოფიცეები (ლათ. Bangiophyceae) — ძოწეული წყალმცენარეების კლასი. მოიცავს 24 გვარსა და 90 სახეობას. ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ძაფნაირი ან ფირფიტისებრი ორგანიზმებია. სხვა ძოწეული წყალმცენარეებისაგან განსხვავებით მათი ერთბირთვიანი უჯრედები შეიცავს ერთპირენოიდიან ვარსკვლავისებრ ქრომატოფორს. ერთუჯრედიანი ბანგიოფიცეები მრავდება ორად გაყოფით, მრავალუჯრედიანები კი, ჩვეულებრივ, უსქესო გზით — მონოსპორებით. სქესობრივი გამრავლება მხოლოდ ზოგიერთ ბანგიოფიცებს ახასიათებს. ბანგიოფიცეები გვხვდება როგორც ნიადაგზე, ისე ზღვასა და მტკნარ წყალში. მნიშვნელოვანი წარმომადგენელია პორფირა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 186.