ბამიანის პროვინცია
ბამიანი (დარი (ენა) بامیان Bāmiyān, პუშტუ باميان) — პროვინცია ავღანეთში. განლაგებულია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დასავლეთით მას ესაზღვრება ღურის პროვინცია, ჩრდილო–დასავლეთით — სარიპულის პროვინცია, ჩრდილოეთით — სამანგანის პროვინცია, ჩრდილო–აღმოსავლეთით — ბაღლანის პროვინცია, აღმოსავლეთით — ფარვანის პროვინცია, სამხრეთ–აღმოსავლეთით — მაიდან-ვარდაკის პროვინცია, სამხრეთით — დაიკუნდის პროვინცია და ღაზნის პროვინცია.
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
ადმ. ცენტრი | ბამიანი |
შიდა დაყოფა | Bamyan, Kahmard, Panjab, Sayghan, Shibar, Waras და Yakawlang |
კოორდინატები | 34°45′00″ ჩ. გ. 67°15′00″ ა. გ. / 34.75000° ჩ. გ. 67.25000° ა. გ. |
ფართობი | 14 175 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 3042 მეტრი |
ოფიციალური ენა | დარი და პუშტუ |
სალაპარაკო ენები | ხაზარა, დარი |
მოსახლეობა | 411 200 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 29,01 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
ჰაზარა |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+4:30 |
ISO 3166 კოდი | AF-BAM[1] |
![]() | |
ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება
ბამიანის პროვინციის ძირითადი მოასახლეობა ჰაზარელებია. იგი დაყოფილია შვიდ რაიონად. ესენია:
დასახლებული ქალაქები წარმოადგენს პატარა და უმნიშვნელო პროვინციულ ქალაქებს. ესენია:
ღირსშესანიშნაობებირედაქტირება
პროვინციის ძირითად ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ბამიანის ბუდას ქანდაკებები, რომელიც მოწმობს, რომ ისლამის გავრცელებამდე ეს მხარე ბუდიზმის ცენტრს წარმოადგენდა.
პროვინციაში მდებარეობს ქვეყნის პირველი ეროვნული პარკი — ბანდე–ამირი, რომელიც ცნობილია ჰინდი ყუშის მთიანეთის კლდეებზე განლაგებული თავისი ფირუზის ტბებით. აქვე მდებარეობს მეორე მნიშვნელოვანი ეროვნული პარკი აჯარ ვალი.