ბამბის ხვატარი, კოლოფის ჭია (ლათ. Heliothis obsoleta), მწერი ხვატრისებრთა ოჯახისა. პეპლის ფრთების შლილი - 3-4 სმ. წინა ფრთები ღია მურაყვითელია, უკანა - მოთეთრო. მატლის სიგრძე 5 სმ აღწევს. პეპელა სარეველებზე დებს საშუალოდ 500-მდე კვერცხს. ჭუპრი ზამთრობს ნიადაგში. წელიწადში იძლევა 4-მდე თაობას. ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს ცხელ სარტყელში. გვხვდება საქართველოშიც. ბამბის ხვატარი ბამბის მნიშვნელოვანი მავნებელია. აზიანებს აგრეთვე თამბაქოს, სიმინდს, პომიდორს, აბუსალათინს, მუხუდოს, სოიას, კენაფს, შვრიასა და სხვა.

ბრძოლის ღონისძიებანი: სარეველების მოსპობა, ნიადაგის საგულდაგულო დამუშავება, საზამთრო რწყვა, მცენარის დაზიანებული ნაწილების შევლა და დაწვა. ბამბის ხვატარის მასობრივად გამრავლებისას ნათესის სამჯერადი დამუშავება კონტაქტური ინსექტიციდებით (კალციუმის არსენატით ან ვალციუმის არსენიტით დამუშავებული ბამბის კოპტონის მიმოფანტვა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 2, გვ. 184, თბ., 1977