ბალის ქედი
ბალის ქედი — კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განტოტების, უშბის ქედის სამხრეთ დადაბლებული ბოლო, მდინარეების დოლრისა და ენგურ-მესტიაჭალის აუზების წყალგამყოფი. დაფარულია ტყით და დოლრის მეოთხეული მყინვარის მორენებით. ისტორიული საზღვარი ბალსქვემო ანუ სადადიშქელიანო სვანეთსა და ბალსზემო ანუ თავისუფალ სვანეთს შორის. შუა ნაწილში აღმართულია 2529 მ სიმაღლის უსახელო მწვერვალი.
ბალის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 43°02′33″ ჩ. გ. 42°37′47″ ა. გ. / 43.0425222° ჩ. გ. 42.6299333° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
სიმაღლე | 2529 მ |
მთის მასივი | კავკასიონი |
ქედი | უშბის ქედი |
ლიტერატურა რედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 346.