გიორგი ბათიაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ბათიაშვილი, გიორგი)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 31 დეკემბერი 2021. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

გიორგი (გიგა) ირაკლის ძე ბათიაშვილი (დ. 29 მარტი, 1934, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 2021[1]) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). არქიტექტურის კანდიდატი (1968), პროფესორი (1988). არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიკოსი (1992).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1967-იდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სამხატვრო აკადემიაში. 1973–1979 იყო ტექნიკის ესთეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მთავარი მხატვარი და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1978-იდან ხელმძღვანელობის საპროექტო ინსტიტუტის "თბილქალაქპროექტის" თბილისის სახელმწიფო დაცვითი ზონის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის სპეციალური არქიტექტურის სახელოსნოს. არჩეულია საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრად (1980-1992 მდივანი), რუსეთის არქიტურისა და სამშენებლო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1994). ბათიაშვილი ავტორია სამეცნიერო გამოკვლევებისა ისტორიული ქალაქების აღდგენა-განაშენიანების დარგში. ძირითადი ნამუშევრები: თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "300 არაგველი" (1967; მოქანდაკე თეიმურაზ გიგაური, მხატვარი გივი გიგაური), თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური (1970-1971; თანაავტორები: არქიტექტორი ტ. ქუთათელაძე, მხატვარი ვ. ქოქიაშვილი), იტალიელთა წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი პერეზაში (ქ. არონის მახლობლად, იტალია, 1972; მოქანდაკე თეიმურაზ გიგაური), თბილისის ისტორიული უბნების — შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, კონსტანტინე ლესელიძისა და დუტუ მეგრელის ქუჩების, ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაცია (1979-1989), ძველი თბილიის ცალკეული შენობები. ბათიაშვილი ავტორია „მეიდნის“, ქეთევან წამებულის პროსპექტისა და ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტებისა თბილისის ისტორიულ უბნებში. თბილისის ისტორიული ნაწილის ქალაქთმშენებლობითი გარემოს ორგანიზაციისათვის 1985 მიენიჭა საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის პრემია, ხოლო 1987სსრკ სახელმწიფო პრემია (შოთა ყავლაშვილთან ერთად). მიღებული აქვს საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის ჯილდო — სამკერდე ჯვარი (1983).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება