ბადრიაანთ საყდარი
ბადრიაანთ საყდარი — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ხორხელის ჩრდილოეთით 3 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (7 X 5 მ), ნაგებია რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. საკურთხევლის კუთხეებისა და კარ-სარკმლების წყობაში კვადრატული აგურია გამოყენებული. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია კრამიტის საბურავ, კამარისა და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი დასავლეთიდანაა - კედლის სამხრეთ ნაწილში. კარს გადახურვა ჩამონგრეული აქვს. აღმოსავლეთით ღრმა აფსიდაა. აფსიდის ღერძზე გარედან თაღოვანი, ხოლო შიგნით ბრტყლად გადახურული ვიწრო სარკმელია. სარკმლის ორივე მსარეს თითო სწორკუთხა ნიშია, სარვმლის ქვემოთ, კედელთან, რიყის ქვით ნაგები ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას. დარბაზი გადახურული ყოფილა ტლანქად სხმული კვერცხისებრი კამარით. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია აგურის საფეხუროვანი ლავგარდნის მცირე ნაწილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 171.