ბაგო (დასავლეთი ნეგროსი)

ბაგო (ოფიციალურად ქალაქი ბაგო; ტაგ: Lungsod ng Bago) — მეორე კლასის შემადგენელი ქალაქი დასავლეთი ნეგროსის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 170 981-ია.

ბაგო
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 10°32′19″ ჩ. გ. 122°50′18″ ა. გ. / 10.5387972° ჩ. გ. 122.8384472° ა. გ. / 10.5387972; 122.8384472
ფართობი 401.20 კმ²
ცენტრის სიმაღლე 187 მეტრი
მოსახლეობა 191 210 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 34
საფოსტო ინდექსი 6101
ოფიციალური საიტი http://www.bagocity.gov.ph/
ბაგო (დასავლეთი ნეგროსი) — ფილიპინები
ბაგო (დასავლეთი ნეგროსი)

ბაგო პროვინციის დედაქალაქ ბაკოლოდიდან 21 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. ბაგოს მოსახლეობა დასავლეთ ნეგროსის მოსახლეობის 6.63%-ია და პროვინციაში მესამე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით. ქალაქის ფართობი 389 კმ²-ია, რაც მთელი პროვინციის 5% და შემადგენელი ქალაქების საერთო ფართობის 10-%-ია.

ბაგოს მახლობლად მთელ ფილიპინებში გადაშენების პირას მყოფი დელფინების სამი სახეობიდან ერთ-ერთის, ირავადის დელფინის პოპულაცია ბინადრობს. დანარჩენი ორი სახეობა გუიმარასისა და პალავანის მახლობლად ბინადრობს.[2]

ეტიმოლოგია რედაქტირება

ესპანელი ისტორიკოსის, დიეგო დე პოვედანოს ჩანაწერების მიხედვით, ქალაქის სახელწოდება წარმოდგება იმ ხის დასახელებიდან Bágo, რომლის ძირშიც ადგილობრივი პრინცი მაპადიკი გარდაიცვალა. სხვა ვერსიის თანახმად, ქალაქის სახელწოდება დაკავშირებულია ბუჩქების სახელთან ბაგო-ბაგო, რომლებიც მახლობელ ადგილებში მდინარეთა სანაპიროებზე უხვად იზრდება. XVII-XVIII საუკუნეებში მოლოდან წამოსულმა ახალმოსახლეებმა მდინარე ბაგოს შესართავთან სოფელი დაარსეს, რომელიც დღეს ქვიშითა და ხრეშითაა მდიდარი. სოფელი დიდ დასახლებად გადაიქცა და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე 1800 წელს პუებლოდ გამოცხადდა.[3]

ისტორია რედაქტირება

XVII საუკუნე რედაქტირება

1575 წლიდან XVI საუკუნის ბოლომდე ბაგოს შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ქალაქი ისტორიულ წყაროებში კიდევ ერთხელ XVII საუკუნის დასაწყისში მოიხსენიეს, როდესაც მდინარე ბაგოს სანაპიროზე ახალმოსახლეებმა რამდენიმე დასახლება შექმნეს. მოგვიანებით ამ დასახლებებმა ესპანელ მმართველებს პეტიციით მიმართეს, რათა სოფელს პუებლოს სტატუსი მიეღო და ბაგო დარქმეოდა. პეტიციის ხელმომწერთა შორის იყვნენ მანუელ სიტჩონი, გრეგორიო ვალერა, პაულინო ტორესი, ხასინტო არანეტა, კლემენტე კელისი, მარიანო გონზაგა და ფერნანდო ვილანუევა, რომელთა წინაპრები მოლოდან იყვნენ. ესპანელმა მმართველებმა პეტიციას 1800 წელს მოაწერეს ხელი და იმავე წელს ბაგომ ოფიციალურად მიიღო პუებლოს სტატუსი.

გეოგრაფია რედაქტირება

 
ბაგოს მერიის შენობა

ბაგოს მთლიანი ფართობი 38 941 ჰექტარია. ქალაქი პოლიტიკურად 24 ბარანგაიდ იყოფა, რომელთაგანაც 16 სოფლის მეურნეობის, ხოლო 8 ურბანულია. ურბანულ ბარანგაებს აბუანანი, ანტიპულუანი, კარიდადი, ბალინგასაგი, დონ-ხორხე-არანეტა, მა-აო, პობლასიონი და ტალოკი მიეკუთვნება. ქალაქიდან ყველაზე შორს 30.5 კმ-ის დაშორებით ილიჯანის ბარანგაი მდებარეობს. ყველაზე დიდი ბარანგაი ბაკონგია, რომლის ფართობიც 4 827.035 ჰექტარია, ხოლო ყველაზე პატარა ბრგის პობლასიონია, რომლის ფართობიც 311.5044 ჰექტარია. ქალაქის სანაპირო ზოლი 15 კმ-ის სიგრძისაა. ქალაქს პროვინციის მასშტაბით ყველაზე ფართო მდინარე სერავს, რომელიც კანლაონის ვულკანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე იღებს სათავეს და გუიმარასის სრუტეში ჩაედინება.

0-3% დახრილობის მიწებს 22 911.41 ჰექტარი უკავია, 3.1-8%-ის მიწებს — 5 783.92 ჰექტარი, 8.1-18% — 4 682.22 ჰექტარი, 18.1-30% — 1 514.84 ჰექტარი, ხოლო 30-50% დახრილობის მიწებს 1 735.18 ჰექტარი უკავია. 50%-ზე მეტი დახრილობის ფერდობებსა და მთებს 2 313.57 ჰექტარი მიწა უკავია.

ქალაქში წვიმების სეზონი მაისიდან დეკემბრამდე, ხოლო მშრალი სეზონი იანვრიდან აპრილამდე გრძელდება. წვიმიანი დღეების რაოდენობა 89, ხოლო ტენიანობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 76.17%-ია.

დემოგრაფია რედაქტირება

მოსახლეობის 99.6% ჰილიგაინონის ენაზე საუბრობს, ხოლო დანარჩენი 0.4%-სთვის მშობლიური ენა კირანაისა და სებუანური ენაა. მოსახლეობის 82% რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია, 2% — ფილიპინების ბაპტისტური ეკლესიის, 6% — დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიის, 3% — ქრისტეს ეკლესიის, ხოლო დანარჩენი ნაწილი იეჰოვას მოწმეები, უკანასკნელი დღის იესო ქრისტეს ეკლესიის, მეშვიდე დღის ადვენტიზმისა, ევანგელიზმისა და სხვ. კონფესიების მიმდევარია.[4]

ადგილობრივი მმართველობა რედაქტირება

2007 წელს ბაგოს მერად რამონ დ. ტორესი აირჩიეს, რომელმაც ჯანეტ ე. ტორესი შეცვალა. ქალაქის გულში კოლიზეუმი მდებარეობს.[5]

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

ცნობილი ბაგოელებს მიეკუთვნებიან: არანეტების ოჯახი — ცნობილი ფილიპინური კლასი, რომლისთვისაც ქალაქი მთავარი კერა იყო. ხუან არანეტა — რევოლუციონერი ეროვნული გმირი, ამადო არანეტა — ბიზნეს მაგნატი, რაფაელ მ. სალასი — ეროვნული გმირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ხესუს ვალერა — რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი, ხორხე ბ. ვარგასი — ფილიპინების მთავრობის მეთაური მეორე მსოფლიო ომის დროს, მანუელ კესონის აღმასრულებელი მდივანი, მანსუეტო ველასკო უმცროსი — ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი და სხვ.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Alfredo Saulo. (1991). „IV Bago: Birthplace of the Negros Republic“, Jorge vargas Autobiography. University of the Philippine Press.. 
  • Violeta Lopez-Gonzaga. (1994). Land of Hope, Land of Want : A socio-economic history of Negros. Philippine National Historical Society.. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. „Rare dolphins make Negros coastal waters their home“. GMA News.
  3. About Bago City – Bago City.
  4. Geographical Features | City of Bago. ციტირების თარიღი: 2015-12-06.
  5. The Birth of a City…. About Bago City. City of Bago. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 March 2013.