ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აჯამი (არაბ. حي العجمي, ებრ. עג'מי) — უბანი თელ-ავივ-იაფაში (ისრაელი), მდებარეობს ძველი იაფას სამხრეთით და ჯაბალიას რეგიონის ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვაზე.

დასახლებული პუნქტი
აჯამი
არაბ. حي العجمي
ებრ. עג'מי
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
კოორდინატები 32°02′42″ ჩ. გ. 34°45′00″ ა. გ. / 32.04500° ჩ. გ. 34.75000° ა. გ. / 32.04500; 34.75000
აჯამი (იაფა) — ისრაელი
აჯამი (იაფა)

აჯამი დაარსდა პალესტინაში ოსმალეთის იმპერიის მმართველობის დროს  მე -19 საუკუნის ბოლოს. თავდაპირველად ეს იყო პატარა მარონიტური ქრისტიანული დასახლება. ოსმალეთის იმპერიაში ქუჩები სანაპიროს პარალელურად იყო განლაგებული, დიდი სახლებით და სანაპიროსკენ  მიმავალი  პატარა კიბეებიანი შესახვევებით.  მიმდებარე ნავსადგურში 1855 წელს დაარსებული მარონიტული მონასტერი და ეკლესია მდებარეობდა. 1895 წელს ლიბანის მარონიტთა ორდენის ბერმა ანტონიოს შბაიერ გოსტუიმ ააგო ახალი ეკლესია და მონასტერი 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე. მოგვიანებით, 1901 წლიდან 1920 წლამდე, ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილას აღმართეს უფრო დიდი და შთამბეჭდავი ტაძარი; პირველი ქვა დაიდო საზეიმო ცერემონიის დროს 1904 წლის 28 თებერვალს. ეს მარონიტული ეკლესია დღესაც დგას; იგი მდებარეობს დელფინების ქუჩის სამხრეთ ნაწილში აჯამის რაიონის ცენტრში.

მეზობელი სახლები აშენდა კირქვისგან და გარშემორტყმული იყო დიდი ეზოებით, რაც გამოხატავდა მოსახლეობის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. აჯამი მდიდარი საშუალო კლასის  მაცხოვრებელთა  უბანი იყო, იგი გახდა პირველი რაიონი იაფაში (და  მთელ პალესტინაში), რომელიც Jaffa Electric Company– ს მიერ  1923 წელს აგებულ  ახალ ელექტრო ქსელს დაუკავშირდა.[1][2]

 
მარონიტული ეკლესია აჯამის რაიონში

აჯამმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იაფას ისტორიაში, მათ შორის იყო  ისრაელის დამოუკიდებლობის ომი და ნაქბას მოვლენები. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პალესტინის მანდატის დასრულების შესახებ, დაიწყო შეტაკებები ებრაულ გასამხედროებულ ჯგუფებს (ჰაგანა და ირგუნა) და პალესტინის არაბულ წარმონაქმნებს შორის. იაფა არაერთი ძალადობრივი შეტაკების მომსწრეა. 1948 წლის 13 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, იაფა დანებდა და პალესტინის არაბი მოსახლეობა იძულებული გახდა გადასულიყო აჯამში, სადაც ძალაში იყო საომარი მდგომარეობა. დადგენილია, რომ  ომის დასასრულს იაფას პალესტინელი არაბების 90% -ზე მეტი განდევნილი ან გაქცეული იყო. დაახლოებით 4000 დარჩა იაფაში.[3][4]

 
აჯამი, იაფა

წლებთან ერთად აჯამი მოუვლელი გახდა; გავრცელებული ინფორმაციით, იგი ყველაზე დაბალ შემოსავლიანი უბანია თელ-ავივ-იაფაში, მიუხედავად მდიდრული ვილებისა და 1948 წლამდე აგებული შენობების უნიკალური არქიტექტურული სტილისა.  რაიონი განიცდის მწვავე საბინაო კრიზისს, მოუგვარებელია ნარკომანიის პრობლემა.

ამ ადგილს დაერქვა წინასწარმეტყველ მუჰამედის ერთ-ერთი თანამგზავრის იბრაჰიმ ალ-აჯამის სახელი . ლეგენდის თანახმად, იგი დაკრძალეს ამ უბნის სამხრეთით. ალ-აჯამის მეჩეთი, რომელიც აშენდა 1895 წელს,  მის სახელს ატარებს.[5][6]

ჯენტრიფიკაციის პროექტები

რედაქტირება
 
რესტავრირებული შენობა აჯამის რაიონში

მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და ყველაზე მძიმე საბინაო კრიზისისა ამ მხარეში, თელ-ავივ-იაფოს მუნიციპალიტეტმა მოამზადა მიკრორაიონის განვითარების გეგმები. ამ ზომებმა შემდგომში გამოიწვია ბინის ფასების ზრდა და  არაბი მოსახლეობის მზარდი გადინება. აჯამის ბევრი არაბი მცხოვრები უკმაყოფილოა თელ -ავივის მერიის მიერ ტერიტორიის განვითარების გეგმებით . მას შემდეგ, რაც დაიწყო განახლების პროცესი, ბევრი მდიდარი ისრაელელი ებრაელი  გადავიდა ამ რაიონში.[7]

„ამიდარმა“ (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საბინაო კომპანია, რომელსაც მართავს მთავრობა) გამოსცა 497 გამოსახლების და სახლების ნგრევის ბრძანება აჯამსა და ჯაბალიაში . აჯამის მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ეს არის ისრაელის სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგი, თუმცა „ამიდარი“ უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მოსახლეობა იქ არალეგალურად ცხოვრობს.[8]

საბინაო კრიზისმა მიიღო პოლიტიკური ელფერი, როდესაც ერთ-ერთი საცხოვრებელი პროექტის განხორციელების დროს კომპანია "ბე-ემუნამ" გამოაცხადა, რომ მისი ბინები გაიყიდებოდა მხოლოდ რელიგიური სიონისტური საზოგადოების წევრებზე. 2010 წლის თებერვალში თელ -ავივის რაიონულმა სასამართლომ უარყო აჯამის 27 მცხოვრების შუამდგომლობა სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტაზე,  რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დებულება იმის შესახებ, რომ პროექტში საცხოვრებელი სახლები ხელმისაწვდომი იქნებოდა მხოლოდ  ებრაელებისთვის, დისკრიმინაციული იყო არაბი მაცხოვრებლების მიმართ. 2010 წლის ნოემბერში ისრაელის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

მარონიტული ეკლესია

რედაქტირება

აშენდა 1895 წელს ლიბანის მარონიტური ორდენის ბერის მამა ანტონიოსის მიერ, ეს ეკლესია დგას კიდევ უფრო ძველი ეკლესიისა და მონასტრის ადგილზე, დაარსდა 1855 წელს და მდებარეობს ახლომდებარე ნავსადგურში მიკრორაიონის ცენტრში.

ალ-აჯამის მეჩეთი

რედაქტირება
 
ალ აჯამის მეჩეთი

აჯამის მეჩეთი დაარსდა 1895 წელს ჰაჯ იუსეფ ალ-მანავის მიერ, როგორც შეიხ იბრაჰიმ ალ-აჯამის საკურთხეველი. მდებარეობს აჯამის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰასან არაფეს სკოლის გვერდით. ბრიტანელების მმართველობის დროს აჯამის მეჩეთი იყო ერთადერთი მეჩეთი, რომელიც ღია იყო ყოველდღიური ლოცვისთვის. მეჩეთი და სამრევლო სკოლის შენობა ადრე ისლამურ ვაკფს ეკუთვნოდა, სანამ ისრაელის ხელისუფლებამ არ გააუქმა მათი სტატუსი დაუსწრებელი საკუთრების უფლების კანონის შესაბამისად.

არაბულ-ებრაული საზოგადოების ცენტრი

რედაქტირება

აჯამში მდებარეობს AJCC—ურბანული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ემსახურება ქალაქის ებრაულ, ქრისტიანულ და მუსლიმურ მოსახლეობას. ცენტრი შეიქმნა 1993 წელს დაპირისპირებული მოსახლეობის შესარიგებლად. მან ხელი შეუწყო შეხვედრებს სხვადასხვა ეთნიკური და ასაკობრივი ჯგუფის წევრებს შორის, მათ შორის ებრაული და არაბული საბავშვო ბაღების ბავშვებს, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს და უფროსებს.

პერესის ცენტრი

რედაქტირება
 
პერესის ცენტრი

პერესის ცენტრი, რომელიც მდებარეობს აჯამის სამხრეთ კიდეზე, გაიხსნა 2009 წლის დეკემბერში. შენობა (2500 კვ.მ) წარმოადგენს არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას იაფას სანაპიროზე. ცენტრი შექმნილია იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის მიერ.[9]

დასვენება და ტურიზმი

რედაქტირება

„მოხუცი და ზღვა“ —  პოპულარული არაბული ზღვის პროდუქტების რესტორანი სამხრეთ აჯამში. აბუ ჰასანი —  ჰუმუსის ცნობილი პატარა რესტორანი, რომელიც მდებარეობს აჯამის ჩრდილოეთ კიდეზე. იგი გაიხსნა 1959 წელს ალი ქარავანის მიერ. მას აქვს ორი დამატებითი ფილიალი იაფაში.[10]

ისრაელში 2009 წელს გადაღებული კინოსურათი  „აჯამი“ ნომინირებული იყო ოსკარზე, როგორც უცხოური ფლმი. ფილმის ბევრ პერსონაჟს აჯამში მცხოვრები არაპროფესიონალი მსახიობები ასრულებენ.[11]

  1. Hayy al-'Ajami დაარქივებულია 12 დეკემბერი 2013 Wayback Machine.
  2. Shamir, Ronen (2013) Current Flow: The Electrification of Palestine.
  3. The Maronite church Jaffa დაარქივებულია 9 დეკემბერი 2013 ..
  4. Al-Qattan, Omar. The Secret Visitations of Memory // Nakba: Palestine, 1948, and the Claims of Memory / Sa'di, Ahmad H.; Abu-Lughod, Lila. — New York: Columbia University Press, 2007. — P. 192. — ISBN 978-0-231-50970-1.
  5. Morris, Benny. The Birth of the Palestinian Refugee Problem RevisitedCambridge University Press, 2004. — P. 258.
  6. صباح الخير يافا - شعارات "كهانا تسداك" (كهانا كان على حق) تملئ جدران يافا (26 ოქტ. 2010). მიმართვის თარიღი 28 ოქტომბერი 2010.
  7. Galili, Lily. First We'll Take Ajami (23 декабря 2007). მიმართვის თარიღი 26 ოქტომბერი 2010.
  8. Kloosterman, Karin. Changes in the Air of Ajami (29 ნოემბერი 2009).
  9. Friedman, Ron. Peres Center Arrives Alongside Ajami (18 დეკემბერი 2009). მიმართვის თარიღი 15 ოქტომბერი 2010.
  10. Abu Hassan, the glorious Jaffa’s hummus. The Hummus Blog. მიმართვის თარიღი : 11 იანვარი 2010.
  11. Brown, Hannah (2010-02-02), ‘Ajami’ nominated for Oscar, The Jerusalem Post
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აჯამი_(იაფა)“-დან