ახმეტის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ბადიაურის ქუჩიდან წინანდლის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1902 წლამდე ზაქათალის ქუჩა ერქვა. ამ სახელითაა დატანილი თბილისის 1876 წლის გეგმაზე. შემდეგ ახმეტის ქუჩა დაერქვა. 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც თიანეთის ქუჩა [იწყებოდა თელავის ქუჩიდან, ხოლო ქუჩის მონაკვეთი თელავის ქუჩიდან ხევამდე (ახლანდელი ილიკო ქურხულის შესახვევის ნაწილი) დატანილია როგორც ჩინგილის შესახვევი]. თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარში შეტანილია როგორც ახმეტის ქუჩა. აქვს 1 ჩიხი (ყოფილი ჩინგილის ჩიხი).

ახმეტის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ავლაბარი
წინა სახელები ზაქათალის ქუჩა, ახმეტის ქუჩა, თიანეთის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება