წინანდლის ქუჩა
წინანდლის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ბოჭორმის ქუჩიდან ახმეტის ქუჩამდე.
წინანდლის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ავლაბარი |
წინა სახელები | თედორე სიმონოვიჩის ქუჩა |
ქუჩა წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია თედორე სიმონოვიჩის ქუჩის სახელწოდებით. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილი ქუჩების სიაში შეტანილია როგორც წინანდლის ქუჩა. ქუჩაზეა ქალაქის ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო დაწესებულება — თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფო, ასევე უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. ქუჩას აქვს 1 შესახვევი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 203, ISBN 978-99928-20-35-3.