აჟარა
მთა საქართველოში და რუსეთში
(გადამისამართდა გვერდიდან აჭრა)
აჟარა[1], აჯრა, აჭრა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, საქართველოსა და რუსეთის კრასნოდარის მხარის საზღვარზე, მდინარე ავადჰარის სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2908 მ. აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური გრანიტებით. კალთებზე სოჭნარია, ზემოთ — სუბალპური და ალპური მდელოები.
აჟარა | |
---|---|
კოორდინატები: 43°32′27″ ჩ. გ. 40°41′19″ ა. გ. / 43.54083° ჩ. გ. 40.68861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი კრასნოდარის მხარე |
სიმაღლე | 2908 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 175.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.