აშოტ კუხი

(გადამისამართდა გვერდიდან აშოტ III კუხი)

აშოტ კუხი, (გ. 918, ტბეთი) — ერისთავთერისთავი, ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, გურგენ I კურაპალატის ძე. ტბეთის საკათედრო ტაძრის დამაარსებელი. მისი შეკვეთითაა დაწერილი ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის თვალსაჩინო ძეგლი სტეფანე მტბევარის "მიქელ გობრონის წამება".

ტაოს ერისთავთერისთავი აშოტ კუხი (908–918).

გრაფინია უვაროვას ექსპედიციის დროს შავშეთში, ტბეთის ეკლესიის აღწერისას შეეცადნენ გაეხსნათ აშოტ კუხის საფლავი.

ვიკიციტატა
„სხვათა შორის, აქ მოვიხსენიებ იმასაც, რომ ამ ექსპედიციას ნაღმით დამტვრევა უნდოდა და ვერაფრით დააკლო-რა მარმარილოს ქვასა, რომელიც ედო შავშეთში კუროპალატ აშოტის საფლავს, ამ მეფეს მიერ აშენებულ ცნობილ ტბეთის ეკლესიაში. ტბეთში ტაძრის გარშემო ადგილები, თვით ეკლესიის საძირკვლებიც კი, სულ გადათხრილი იქნა. დიდძალი ნივთები უპოვნიათ, ჩვენი არქეოლოგიისათვის ძვირფასნი, და წააღებინეს. აშოტ კუროპალატის საფლავის ჯერ გათხრა უნდოდათ, მაგრამ საფლავის ქვა ისეთი მძიმე გამოდგა, რომ ორმოცმა მუშამ დაძვრა ვერ უყო. მაშინ, როგორცა ვთქვით, ბერძენ ოსტატებს უბრძანეს, ნაღმით დაამტვრიეთ და ისე ამოვიღოთ საფლავში რაც ნივთები იქნებაო. ოსტატები გაკვირვებულები იყვნენ, რომ მარმარილოს ქვა ისეთი მაგარი გამოდგა, რომ ნაღმითაც ვერა დააკლეს რა.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დრიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 69.
  • თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985, გვ. 177