სტეფანე მტბევარი
წმინდა სტეფანე მტბევარი — X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, ტბეთის პირველი ეპისკოპოსი, ჰაგიოგრაფი, ტაო–კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის ერთ–ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი. განსწავლული თეოლოგი და მწიგნობარი იყო. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა თანამედროვეთა შორის. მაგ., ცნობილია, რომ მას დახმარებისათვის მიმართა მთარგმნელმა დაჩიმ. სტეფანე მტბევარს ეკუთვნის ჰაგიოგრაფიული თხზულება "წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი", რომელიც დაწერა ერისთავთერისთავ აშოტ კუხის თხოვნით 914-918 წლებში.
![]() |
„მე სტეფანე მტბევარ ეპისკოპოსმან დავსწერე ბრძანებითა აშოტ ერისთავთ-ერისთავისა.“
|
თხზულებაში აღწერილია ქართველების ბრძოლა არაბთა წინააღმდეგ, ქართველი მთავრის გობრონის ერთგულება ქრისტიანული რელიგიისადმი და მისი მოწამებრივი აღსასრული. ავტორი გვაწვდის მდიდარ ისტორიულ მასალას, გამოკვეთილი აქვს ქართველთა (უპირველესად გობრონის) მამულიშვილური გრძნობები. ძეგლი გამოირჩევა ღრმა პატრიოტული სულისკვეთებით, ავტორის მხატვრული ოსტატობით და წერის მაღალი კულტურით.
სტეფანე მტბევარი ასევე არის მოხსენიებული X საუკუნის ხელნაწერ ქრესტომატიაში:
ლიტერატურა
რედაქტირება- წმიდათა ცხოვრებანი (ივლისი–დეკემბერი), წიგნი მეორე, თბილისი, 2008 წელი.
- ბარამოძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 567.