აყსენგირული ცხვარი

აყსენგირული ცხვარიცხვრის ჯიში. გამოყვანილია ყაზახეთში, 1960–1992 წლებში, ალმათის ოლქის მეურნეობებში, ყაზახური წმინდამატყლიანი ჯიშის რთული შეჯვარებით ინგლისურ ლინკოლნურ, რომნი-მარშულ და ბერდერ-ლეისტერულ ჯიშებთან. ერკემლის ცოცხალი მასაა 108–112 კგ, მატყლის ნაპარსი 4,7–5,5 კგ, მატყლის სიგრძე 13–14 სმ; ნერბისა — შესაბამისად 55–60 კგ, 2,5–2,7 კგ, 11–13 სმ. აყსენგირული ცხვრის სასელექციო ფარები მოშენებულია ალმათის ოლქში.[1]

  1. Аксенгирская порода // Казахстан. Национальная энциклопедия. Том 1. Алматы: Қазақ энциклопедиясы, 2004, стр. 149. ISBN 9965-9389-9-7.