ლინკოლნური ცხვარი

ლინკოლნური ცხვარი — ნახევრად წმინდამატყლიანი ჯიშის ცხვარი სახორცე-სამატყლე მიმართულებისა. გამოყვანილია XVIII-XIX საუკუნეებში ინგლისში (ლინკოლნშირის საგრაფოში) ადგილობრივი ცხვრის ლეისტერულ ერკემლთან შეჯვარების გზით. ერკემლის მასაა 130-160 კგ, ნერბის — 100-120 კგ. ლინკოლნური ცხვარს აქვს ერთგვაროვანი, კარგად მბზინვარე მატყლი. მატყლის ნაპარსი — ერკემლისა 10-12 კგ, ნერბისა — 5-6 კგ. ბეწვის სისხო 36-ე-44-ე ხარისხისა, სიგრძე 20-25, იშვიათად 45 სმ. წმინდა მატყლის გამოსავალი 55-65%. ყოფილ სსრკ-ში ლინკოლნებს ხალასად აშენებენ, ახალი ჯიშების შესაქმნელად წმინდამატყლიან ცხვრებს აჯვარებენ.

ლინკოლნური ცხვარი

ლიტერატურა

რედაქტირება