აღაიანის ველი

ისტორიული ძეგლი საქართველოში

აღაიანის ველიისტორიული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში. 1625 წლის გაზაფხულზე, შაჰ-აბას l-ის ბრძანებით, კახელების გასანადგურებლად მოსული სპარსთა ლაშქარი ყანჩიხა-ხანის სარდლობით, აღაიანის ველზე დაბანაკდა. განზრახვის განსახორციელებლად, ყანჩიხა-ხანმა კახელთა დიდი ჯარი დაიბარა იმერეთში სალაშქროდ. შემოტყუებულ კახელებს შეპირდნენ, მოძმე იმერლების წინააღმდეგ საბრძოლველად არ წაგიყვანთ, იარაღი ჩაგვაბარეთ, საჩუქრები მიიღეთ და შინ დაბრუნდითო. კახელები „საჩუქრების“ მისაღებად, მოშორებით მდგარ კარავში უნდა შესულიყვნენ. აქ მათ სიკვდილი ელოდათ. კახელებმა შეიტყვეს ყიზილბაშების განზრახვა, მოახტნენ ცხენებს და კახეთისაკენ ხმლით გაიკაფეს გზა. აღაიანის ველზე რამდენიმე ასეული კახელი გაწყდა.

ლიტერატურა

რედაქტირება