ყარჩიხა-ხანი
ყარჩიხა-ხანი (გ. 25 მარტი, 1625) — შაჰ აბას I-ის ერთ-ერთი გამოჩენილი სარდალი, ერევნელი სომეხი. ბავშვობაში ტყვედ წაიყვანეს, შემდეგ ჩარიცხეს შაჰ აბას I-ის ღულამთა რიგებში, სადაც დაწინაურდა, გახდა თოფანქჩიების სარდალი და თოფხანის ამირა. მიიღო სარდლისა და სპასალარის ხარისხი. იყო ქალაქ მეშჰედის მმართველი. ყარჩიხა-ხანი სარდლობდა ყიზილბაშთა იმ ლაშქარს, რომელსაც დავალებული ჰქონდა ქართლ-კახეთის ამოწყვეტა და აყრა-გადასახლება. 1625 წლის 25 მარტს ყარჩიხა-ხანი შვილთან ერთად მოკლა გიორგი სააკაძემ მარტყოფის ველზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- კაციტაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 631.