სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აქსუ (მრავალმნიშვნელოვანი).

აქსუ (უიღ. ئاقسۇ Aqsu, ჩინ. ტრად. 阿克蘇市, გამარტ. 阿克苏市, ფინინი: Ākèsū Shì) ― ქალაქი აქსუს ოლქში, სინძიანგში, რომელიც მდებარეობს ტარიმის ღრმულის ჩრდილოეთ კიდეზე. სახელი აქსუ სიტყვასიტყვით ნიშნავს „თეთრ წყალს“ (თურქულ ენებზე) და გამოიყენება როგორც ქალაქისთვის, ასევე მდინარე აქსუსთვის.

ქალაქი
აქსუ
阿克苏市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია სინძიანი
შიდა დაყოფა ლანკანის რაიონი, ინგპაჭას რაიონი, ხონგციაოს რაიონი, სინჩენგის რაიონი, ნანჩენგის რაიონი, ქალეითალეი, აიყულე, იკანგცი, პაიშითუკემანი, თუოფულუქე, ქუმუპასი, შიიენი, ტუოლანგი და ქექეია
კოორდინატები 41°18′50″ ჩ. გ. 80°29′04″ ა. გ. / 41.31389° ჩ. გ. 80.48444° ა. გ. / 41.31389; 80.48444
ფართობი 14 668 კმ²
მოსახლეობა 695 000[1] კაცი
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 843000
საფოსტო ინდექსი 0997
საავტომობილო კოდი 新N
ოფიციალური საიტი [akss.gov.cn akss.gov.cn]
აქსუ (ქალაქი) — ჩინეთი
აქსუ (ქალაქი)

აქსუს ეკონომიკა მეტწილად სასოფლო-სამეურნეოა, ძირითადი პროდუქტია ბამბა. ასევე იწარმოება მარცვლეული, ხილი, ზეთი და ჭარხალი. ინდუსტრია ძირითადად შედგება ქსოვის, ცემენტისა და ქიმიური მრეწველობისგან.

ქალაქ აქსუს ადმინისტრაციის ქვეშ ამჟამად არსებულ ტერიტორიას ქალაქი არალი ორ ნაწილად ჰყოფს. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქის ცენტრი, ხოლო სამხრეთი უკავია ტაკლა-მაკანის უდაბნოს.

აქსუს აეროპორტი ითვლება სამხედრო აეროპორტად ჩინეთში, თუმცა ასევე ხელმისაწვდომია სამოქალაქო გამოყენებისთვის. აქსუში დაშვება მხოლოდ ჩინეთში რეგისტრირებულ თვითმფრინავებს შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ საზღვარგარეთიდან მიფრინავთ აქსუში, უნდა დაეშვათ ჩინეთის საერთაშორისო აეროპორტში, როგორიცაა პეკინი, შანხაი, კუანგჭოუ და გადაჯდეთ ჩინეთში რეგისტრირებულ თვითმფრინავზე, რომლის კუდის ნომერი იწყება B-ით.[2]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელი აქსუ მომდინარეობს მდინარე აქსუს სახელიდან[3], რომელიც უიღურული სიტყვაა და ნიშნავს „თეთრ წყალს“.[4] ის ტრანსლიტერირებულია როგორც აქესუ (ჩინ.: 阿克苏市) ჩინურ ფინინში.

  1. 阿克苏市概况 zh (29 January 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 12 March 2021
  2. Aksu Private Jet Charter Cost and Permit Lead Time | FlyLibrajet.com en-US. ციტირების თარიღი: 2021-11-25
  3. (September 2009) {{{title}}} (zh). 上海. Shanghai: Shanghai Lexicographical Publishing House. Shanghai Lexicographical Publishing House., გვ. 8. ISBN 9787532628599. 
  4. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. zh-hans. ციტატა:阿克苏市,维吾尔语意为“白水城”,{...}市辖4乡2镇、5个街道和8个片区管委会,ციტირების თარიღი: 18 May 2020