აქბარ ალაჰაბადი
აქბარ ალაჰაბადი (დ. 16 ოქტომბერი, 1846, ალაჰაბადის მახლობლად — გ. 1921, ალაჰაბადი) — ინდოელი პოეტი, ურდუ ენაზე შექმნილი დემოკრატიული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი ალეგორიული სატირული ლექსები ინგლისელი კოლონიზატორებისა და მათ სამსახურში მყოფი თანამემამულეების წინააღმდეგ იყო მიმართული. აქბარ ალაჰაბადიმ მაჰათმა განდის მიუძღვნა ვრცელი პოემა „განდინამა“, რომელშიც მხარს უჭერს განდის ანტიკოლონიურ ბრძოლას. მრავალი ხატოვანი გამოთქმა აქბარ ალაჰაბადის ღაზალებიდან ანდაზებად და აფორიზმებად გავრცელდა ხალხში.
აქბარ ალაჰაბადი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 ნოემბერი, 1846 |
დაბადების ადგილი | ალაჰაბადი |
გარდაცვალების თარიღი | 9 სექტემბერი, 1921 (74 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ალაჰაბადი |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
მოქალაქეობა | ბრიტანეთის ინდოეთი |
ჟანრი | პოეზია |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 36.