პოდალირიუსი
(გადამისამართდა გვერდიდან აფროსანა)
პოდალირიუსი, აფროსანა, მერცხალკუდა (ლათ. Iphiclides podalirius) — დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. მისი ფრთების შლილი 68-72 მმ აღწევს. საერთო ფონი მკრთალი ყვითელია. წინა ფრთებზე სოლისებრი, დამრეცი შავი ზოლები აქვს, უკანა ფრთებზე — შავი და მუქი მოწითალო-ყავისფერი არშია. გარეთა კუთხე მთავრდება გრძელი „კუდით“ (12-15 მმ), რისთვისაც მას საქართველოში „მერცხალკუდა“ უწოდეს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. აგრეთვე ყირიმსა და კავკასიაში. ტყე-ველის ბინადარია. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული შავი ზღვის სანაპიროდან 1900-2000 მ-მდე. მატლი აზიანებს ხეხილს.
-
♂
-
♂ △
-
♀
-
♀ △
პოდალირიუსი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Iphiclides podalirius | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 174405 | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დიდმანიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 117.