აფრიდები
აფრიდები (პუშტუ اپريدی Apriday, Afridi; ურდუ آفریدی; საკუთარი სახელწოდება — აპრიდი) — პუშტუ ტომთა ჯგუფი დასავლეთ პაკისტანში. რაოდენობა დაახლოებით 60 000 კაცი. ლაპარაკობენ ირანულ ენათა ოჯახში შემავალ აღმოსავლეთ პუშტუს დიალექტსა და ურდუს ენაზე. რელიგია — ისლამი (სუნიზმი). შენარჩუნებული აქვთ გვაროვნულ-ტომობრივი ყოფის გადმონაშთები. მისდვენ მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას. აფრიდები მონაწილეობდნენ ფეშავარის ანტიინგლისურ აჯანყებაში (1930).
აფრიდები اپريدي آفریدی | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
~60 000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
პაკისტანი | 50 000 |
ავღანეთი | 10 000 |
ენები | პუშტუ, ურდუ |
რელიგიები | სუნიზმი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 18.