ვალენტინ აფაქიძე

(გადამისამართდა გვერდიდან აფაქიძე, ვალენტინ)

ვალენტინ ანდრიას ძე აფაქიძე (დ. 17 მარტი, 1904, სოფ. ფახულანი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი ― გ. 29 ოქტომბერი, 1969, მოსკოვი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1945). რუსეთის სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

ვალენტინ აფაქიძე
დაბადების თარიღი 17 მარტი, 1904
დაბადების ადგილი ქუთაისის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 1969
წოდება გენერალ-მაიორი
მეთაურობდა Podilsk cadets
ბრძოლები/ომები რუსეთის სამოქალაქო ომი და დიდი სამამულო ომი
ჯილდოები წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, საიუბილეო მედალი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წელი“ და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცრის ოჯახში. 1918 წელს მოხალისედ ჩაირიცხა რუსეთის წითელ არმიაში. 1922–1924 წლებში იბრძოდა შუა აზიაში ბასმაჩების წინააღმდეგ. 1928 წელს დაამთავრა თბილისის ქვეითთა სამხედრო სკოლა. 1940 წლიდან მეთაურობდა 112-ე მსროლელთა დივიზიის 524-ე მსროლელ პოლკს. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ბალტიისპირეთში. 1941 წლის ივლისში მძიმედ დაიჭრა. განკურნების შემდეგ იზო პოდოლსკის სამხედრო სასწავლებლის უფროსი. 1947–1948 წლებში დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული დივიზიის მეთაურთა კურსები; 1953-1960 წლებში მუშაობდა სსრკ თავდაცვის სამინისტროს აპარატში. 1960 წლიდან თავდარიგში გავიდა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხის, წითელი ვარსკვლავის ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება