ატრატო (ესპ. Atrato) — მდინარე სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კოლუმბიაში. სიგრძე 644 კმ. სათავე აქვს დასავლეთ კორდილიერაში. მიედინება სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ ღრმა და განიერ (80 კმ-მდე) ხეობაში. უერთდება კარიბის ზღვას (ურაბის ყურეს) და ქმნის დელტას. საზრდოობს წვიმის წყლით. მთელი წლის განმავლობაში წყალუხვია, მოაქვს ბევრი ნატანი. სანაოსნოა 560 კმ. ქალაქ კიბდომდე. ატრატოს ხეობაზე გადის ტექტონიკური საზღვარი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის. არსებობს პროექტი, გამოიყენონ ხეობა ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის არხის გასაყვანად.

ატრატო

მდინარე ატრატო
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სათავე დასავლეთი კორდილიერა
სიგრძე 644 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} ატრატო ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება