ასტეროქსილონი
ასტეროქსილონი (ბერძ. astēr - ვარსკვლავი და xylon - ხე) — უძველესი ნამარხი მცენარე. განეკუთვნება ფსილოფიტებს. მხოხავი ფესურიდან (ფესვი არ ჰქონდა) ამოსული იყო სწორი, 1 სმ-მდე სისქის საჰაერო ღეროები, რომლებზეც მრავალი წვრილი ფოთოლი ესხა. ყლორტის ცენტრალურ ნაწილს განივკვეთზე ვარსკვლავის ფორმა ჰქონდა. აქედან წარმოდგა მცენარის სახელწოდებაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 643.