ასპაზია
ასპაზია (დ. 16 მარტი,1865 — გ. 5 ნოემბერი,1943) — ლატვიელი პოეტი და დრამატურგი
ასპაზია | |
---|---|
ლატვ. Johanna Emīlija Lizete Rozenberga | |
დაბადების თარიღი | 4 (16) მარტი, 1865[1] |
დაბადების ადგილი | Mitava parish |
გარდაცვალების თარიღი | 5 ნოემბერი, 1943[2] [3] (78 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Dubulti |
დასაფლავებულია | Rainis Cemetery |
საქმიანობა | პოეტი, დრამატურგი, პოლიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი და ჟურნალისტი |
ენა | ლატვიური ენა და გერმანული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ლატვია |
ჟანრი | პოეზია |
ჯილდოები | Order of the Three Stars, 3rd Class და Cross of Recognition |
მეუღლე | Rainis |
ბიოგრაფია
რედაქტირებაასპაზია დაიბადა მდიდარ ოჯახში 1865 წელს.გაიზარდა ელგავაში, სადაც სწავლობდა და აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდულ ორგანიზაციებში. გიმნაზიაში სწავლის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე სწავლა მიატოვა და ცოლად გაჰყვა ვილჰელმ მაქს ვალტერს. მოგვიანებით დაინტერესდა ლიტერატურით, ძირითადად გერმანელი ავტორებით. მისი ნამუშევარი პირველად 1887 წელს გამოქვეყნდა. 1891 წელს მეუღლეს დაშორდა და 1893 წლამდე იაუნსვირლაუკაში მასწავლებლად მუშაობდა.1893 წელს რიგაში დასახდა და ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. 1894 წელს დაიდგა მისი პირველი პიესები.[4]
ამ პერიოდში ის შეხვდა რაინისს, რომელიც იყო გაზეთის რედაქტორი, პოეტი, იურისტი და ახალი დინების ლიდერი. მისი გავლენით ასპაზია მალე შეუერთდა მოძრაობას. წყვილი 1897 წელს დაქორწინდა და ახალი დინების დაშლის შემდეგ პანევეჟისში გადავიდნენ. ამავე წელს გამოსცა პირველი კრებული. პოლიტიკური საქმიანობის გამო რაინისი გადაასახლეს 1897–1903 წლებში და ასპაზიაც მასთან ერთად გაემგზავრა. ამ პერიოდში ერთად თარგმნეს გოეთეს უამრავი ნაშრომი. ლატვიაში დაბრუნების შემდეგ ლაინისი ისევ ჩაერთო პოლიტიკაში და სოციალისტური მოძრაობის წევრი გახდა.[5]
1905 წელს რუსეთში რევოლუცია დაიწყო. პროტესტს რიგაში გამოეხმაურნენ და 1905 წლის 13 იანვარს უამრავი დემონსტრანტი დაიღუპა. ასპაზიამ და რაინისმა ნაწარმოებები შექმნეს, რომელთა მთავარი თემა რუსეთის იმპერიისგან გამოცალკევება იყო. პასუხად ცარმა რევოლუციონერების დაჭერის და დახვრეტის ბრძანება გასცა. ასპაზიამ და რაინისმა შვეიცარიაში გაქცევა გადაწყვიტეს. ისინი 1905 წლიდან 1920 წლამდე შვეიცარიულ სოფელში, კასტაგნოლაში ცხოვრობდნენ.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლატვიაში დაბრუნდნენ. ასპაზია შეუერთდა ფემინისტურ და მუშათა მოძრაობებს. 1929 წელს რაინისის გარდაცვალების შემდეგ ასპაზია განმარტოებით ცხოვრობდა რიგასთან ახლოს, სადაც 1943 წელს გარდაიცვალა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #121291448 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://www.fembio.org/biographie.php/frau/frauendatenbank?fem_id=1361
- ↑ http://www.uzdevumi.lv/p/latviesu-literatura/10-12-klase/aspazija-5491/re-cad579c6-8cdd-417f-bf98-5ca93499f442
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2017-05-12.