არხოტისთავი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
არხოტისთავი[1][2], არხოტი[3][4] — მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდინარეების არხოტისწყლისა და ჯუთისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3147 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მწვერვალის ჩრდილო-დასავლეთით არის უღელტეხილი არხოტისთავისღელე.
არხოტისთავი | |
---|---|
კოორდინატები: 42°35′51″ ჩ. გ. 44°55′21″ ა. გ. / 42.597694° ჩ. გ. 44.922528° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3147 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯანელიძე ჭ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 222.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 619.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 22.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.