არჩილ ჯაჯანაშვილი
არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი (დ. 1885 — გ. 1937) — ქართველი პუბლიცისტი, მწერალი. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (1918 წელს).
არჩილ ჯაჯანაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1885 |
გარდაცვალების თარიღი | 1937 |
საქმიანობა | სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. |
ენა | ქართული |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | ოდესის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაცნობილი პედაგოგის რაჟდენ ჯაჯანაშვილის შვილი. თბილისის ქართული გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის განყოფილებაზე. საქართველოში დაბრუნების შემდგომ თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან („ივერია“, „ცნობის ფურცელი“...). პოლიტიკურ, სალიტერატურო თემებზე წერილებს აქვეყნებდა „გ. ბარელის“, „გ. ბარველის“ ფსევდონიმით. იყო ბელეტრისტი, მთარგმნელი და რედაქტორი. შეადგინა არჩილ ჯორჯაძის თხზულებათა მე-6 ტომი. იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოს „სახალხო გაზეთის“ რედაქტორ-გამომცემელი. რედაქტორობდა აგრეთვე გაზეთ „დროშას“. არჩილ ჯაჯანაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით შეიყვანეს საქართველოს ეროვნულ საბჭოში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა საკანონმდებლო საქმიანობაში. იყო პარლამენტში ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარების შესახებ კანონის ავტორი. შეეწირა 1937 წლის რეპრესიებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბ.კუპატაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 546.