დროშა (გაზეთი)
„დროშა“ — ქართული გაზეთი; გამოდიოდა პარიზში 1873 წლის 1 (13) აპრილიდან 11 (23) აპრილამდე. გამოიცა 10 ნომერი, დაბეჭდილია ჰექტოგრაფიული წესით. რედაქტორ-გამომცემელი — ნიკო ნიკოლაძე. გაზეთს ეპიგრაფად ჰქონდა გაშლილ დროშაზე წარწერილი ი. ჭავჭავაძის სიტყვები: „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“. „დროშა“ განკუთვნილი იყო ევროპაში მოსწავლე ქართველ ახალგაზრდობისათვის; ეხებოდა მუშათა კლასის, ეროვნული მოძრაობის, სოციალიზმის, საგარეო პოლიტიკის და სხვა პრობლემებს. „დროშაში“ დაბეჭდილია ნ. ნიკოლაძის, დ. მიქელაძის (მეველე), პ. იზმაილოვის და სხვათა წერილები. გაზეთის რამდენიმე ნომერი ინახება ბრიტანეთის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუგუშვილი პ., კარლ მარქსი ქართულ პუბლიცისტიკასა და საზოგადოებრიობაში 1898 წლამდე, გამოც. მე-4, თბ., 1971;
- ხუნდაძე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში ტ. 2, ტფ., 1927
- გუგუშვილი პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 644.