არჩილ ჩოხელი
არჩილ ჩოხელი (დ. 23 მაისი, 1971, სოფ. გალავანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 2012, სოფ. ლაფანყურის მიდამოები, თელავის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი (სამბო, ძიუდო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის მაიორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1997 წელს. იყო სამბოში მსოფლიოს თასის მფლობელი (1997) და მეორე პრიზიორი (1996), ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (1998, შიაულიაი, ლიეტუვა, 68 კგ; 1998, შიაულიაი, ლიეტუვა, 68 კგ). ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი (1996, 71 კგ) და ვერცხლის მედლის მფლობელი (1997, 71 კგ). 2012 წელს დაინიშნა საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ამავდროულად მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრში, ჰქონდა პოლიციის მაიორის წოდება. მონაწილეობდა ბრძოლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. დაიღუპა ლაფანყურის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 2012 წელს. დაჯილდოებულია ღირსების (1999) და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის (სიკვდილის შემდეგ, 2012) ორდენებით.[1]
ძირითადი შედეგები
რედაქტირებადისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
სამბო | შიაულიაი, ლიეტუვა | ევროპის ჩემპიონატი 2004 | 74 კგ | |
სამბო | შიაულიაი, ლიეტუვა | ევროპის ჩემპიონატი 1998 | 68 კგ | |
სამბო | ბაქო, აზერბაიჯანი | ევროპის ჩემპიონატი 1997 | -68 კგ | |
სამბო | შიაულიაი, ლიეტუვა | ევროპის ჩემპიონატი 1998 | -68 კგ | |
სამბო | კიშინიოვი, მოლდოვა | მსოფლიო ჩემპიონატი 2004 | -74 კგ | |
სამბო | კუნეო, იტალია | ევროპის ჩემპიონატი 2002 | -68 კგ | |
სამბო | ალბენა, ბულგარეთი | ევროპის ჩემპიონატი 2001 | -68 კგ | |
სამბო | მადრიდი, ესპანეთი | ევროპის ჩემპიონატი 2000 | -68 კგ | |
სამბო | სოფია, ბულგარეთი | ევროპის ჩემპიონატი 1999 | -68 კგ | |
სამბო | პანევეჟისი, ლიეტუვა | ევროპის ჩემპიონატი 1994 | -68 კგ | |
სამბო | პანამა | მსოფლიო ჩემპიონატი 2002 | -68 კგ | |
სამბო | კიევი, უკრაინა | მსოფლიო ჩემპიონატი 2000 | -68 კგ | |
სამბო | ხიხონი, ესპანეთი | მსოფლიო ჩემპიონატი 1999 | -68 კგ | |
სამბო | კალინინგრადი, რუსეთი | მსოფლიო ჩემპიონატი 1998 | -68 კგ | |
სამბო | თბილისი, საქართველო | მსოფლიო ჩემპიონატი 1997 | -68 კგ | |
სამბო | ტოკიო, იაპონია | მსოფლიო ჩემპიონატი 1996 | -68 კგ | |
სამბო | ნოვი-სადი, იუგოსლავია | მსოფლიო ჩემპიონატი 1994 | -68 კგ | |
სამბო | მინსკი, ბელარუსი | მსოფლიო ჩემპიონატი 1992 | -68 კგ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არჩილ ჩოხელი — ქართული სპორტი
- არჩილ ჩოხელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მიხეილ სააკაშვილმა ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპულ არჩილ ჩოხელის ოჯახს მიუსამძიმრა, ინტერპრესნიუსი. 04.09.2012.