არჩილ დარეჯანაშვილი

არჩილ სტეფანეს ძე დარეჯანაშვილი (დ. 1861, ყორაღანი, ზაქათალის ოკრუგი, რუსეთის იმპერია, — გ. 16 დეკემბერი, 1921, თბილისი) — ერთ-ერთი პირველი ქართველი აგრონომი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1880 წელს დაამთავრა ნიკიტის (ყირიმი, იალტის მახლობლად) მებაღეობა-მევენახეობის სასწავლებლის მეღვინეობის უმაღლესი პრაქტიკული კურსები. მუშაობდა სიმფეროპოლსა (1880–1882) და მუხრანში (1882–1886) უფროს მებაღედ, შემდეგ — სოფ. საცხენისის (თელავის მაზრა) და ახალციხის სკოლებში, სადაც ხელმძღვანელობდა სასოფლო-სამეურნეო განყოფილებებს და სკოლების სასწავლო მეურნეობებს. 1890–1896 წლებში იყო ნაფარეულის საუფლისწულო მამულში ჩაის პლანტაციის უფროსი მებაღე. ექსპერიმენტებს ატარებდა საქართველოში ახალი გაუმჯობესებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების გასავრცელებლად. გამოქვეყნებული აქვს შრომები სხვადასხვა კულტურის მოშენება-მოვლის შესახებ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • როგორ უნდა მოშენდეს აბრეშუმი, ტფ., 1882;
  • მოკლე დარიგება ხეხილის დარგვაზე, ტფ., 1889;
  • საბოსტნე მცენარეების თესვა-მოყვანა და მოხმარება-შენახვა, ტფ., 1895;
  • ფუტკრის გონიერი მოვლა-მოშენება, ტფ., 1896;
  • ვაზის მოვლა-მოშენება და ღვინის დაყენება, ტფ., 1910.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თოდუა გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 322.
  • თოდუა გ., არჩილ დარეჯანაშვილი, თბ., 1964;