არშუშა (ქართლის ერისმთავარი)
არშუშა — ქართლის ერისმთავარი, ვარაზ-ბაკურის შესაძლო ძმა.[1]
არშუშა | |
---|---|
ქართლის ერისმთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 687 |
მმართ. დასასრული: | 700 |
წინამორბედი: | ნერსე I |
მემკვიდრე: | ვარაზ-ბაკური |
დინასტია: | ფეროზიანი |
ბიოგრაფია
რედაქტირება„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში შესულ "დიდ ერისთავთა" სიაში მოხსენიებულია კურაპალატის[2] ტიტულით და აგრეთვე აბასთუმნის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერაში ბიზანტიის იმპერატორის იუსტინინე II-ის (685–695; 705–711) მმართველობის პირველ პერიოდში "ქართველთა ერისთავად", "მამფალის" და "პატრიკოსის" ტიტულებით. არშუშას ბიზანტიური ტიტულები მოწმობენ, რომ ქართლი ამ პერიოდში ბიზანტიის პოლიტიკის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რაც 689 წელს ბიზანტია-სახალიფოს ზავის პირობებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ.ლორთქიფანიძე, რ.მეტრეველი, საქართველოს მეფეები, თბ., 2007
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 219.