სოკრატ არშბა
სოკრატ იაკობის ძე არშბა (დ. 18 თებერვალი [ ძვ. სტ. 5 თებერვალი], 1905, ოჩამჩირე, სოხუმის ოკრუგი — გ. 4 იანვარი, 1985, თბილისი, საქართველოს სსრ) — აფხაზი ქირურგ-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1961), საქართველოს სსრ (1961) და აფხაზეთის ასსრ (1961) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აფხაზეთის სამედიცინო საზოგადოების (1965), თბილისის უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოებისა (1968) და სსრკ უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოების (1972) საპატიო წევრი. იყო საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრი და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
სოკრატ არშბა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 (18) თებერვალი, 1905 |
დაბ. ადგილი | ოჩამჩირე, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 4 იანვარი, 1985 (79 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ქირურგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს დაამთავრა თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ არშბა მთელი რიგი წლების განმავლობაში მუშაობდა ქალაქ თბილისის სამკურნალო დაწესებულებებში, 1945 წლიდან კი — სოხუმის მეორე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. 1949 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად.
1964 წლიდან განაგებდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. შეისწავლიდა საქართველოს მინერალური წყლების უროლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ გამოყენების, შარდკენჭოვანი დაავადებისა და თირკმლის უკმარისობის საკითხებს. იყო საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ მუშაობაში. იგი მშვიდობის დაცვის აფხაზეთის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე, არაერთხელ იყო არჩეული სოხუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. სკკპ წევრია 1944 წლიდან. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 613.