არქტიკული მაყვალი

არქტიკული მაყვალი[1] (ლათ. Rubus arcticus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა.[2]

არქტიკული მაყვალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rubus arcticus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 64323866

გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყლებში. იზრდება ზღვის დონიდან 1200 მ-მდე, ტყეში, მდინარეებისა და ნაკადულების სანაპიროებზე, ბუჩქნარებში და სხვა. ღერო სწორმდგომია, სიმაღლე 10-30 სმ. ფესურა ვიწრო და გრძელია, ხისებრი; ვრცელდება 15-25 მ სიღრმეზე. ფოთლები მწვანეა, ხოლო ყვავილები მუქი-მოვარდისფრო. ყვავის მაისის ბოლოს. ნაყოფი წვნიანია და შეიცავს ნახშირწყლებს, მნიშვნელოვანი რაოდენობით შაქარს და სხვა. ზოგჯერ უწოდებენ წითელ მოცხარს.[3]