არქათაღი (უიღ. Arka taĝ), პრჟევალსკის ქედი — ქედი ჩინეთში, კუნლუნის ცენტრალურ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 650 კმ. სიმაღლე 7723 მეტრამდე (მ. ულუგმუზთაღი, კუნლუნში ყველაზე მაღალი). აგებულია ძირითადად გრანიტებით, გნაისებით, ქვიშაქვებით. ჭარბობს კალთებისა და მწვერვალების მწყობრი მოხაზულობები. ფართოდაა გავრცელებული ჩამონაშალები. ქვა-ღორღიანი უდაბნოები ენაცვლება ბალახოვანი მცენარეულობით დაფარულ ტბების ღრმულებსა და მდინარეთა ხეობებს. თხემის ზონაში მარადიული თოვლი და მყინვარებია. ჩრდილოეთ კალთაზე — ოქროს საბადოები. ქედი 1884 წელს აღმოაჩინა რუსმა მოგზაურმა ნიკოლოზ პრჟევალსკიმ.[1]

არქათაღი
კოორდინატები: 36°25′ ჩ. გ. 87°23′ ა. გ. / 36.417° ჩ. გ. 87.383° ა. გ. / 36.417; 87.383
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიმაღლე 7723 
სიგრძე 650 კმ
ამგებელი ქანები გრანიტი, გნაისი, ქვიშაქვა
არქათაღი — ჩინეთი
არქათაღი
  1. Аркатаг // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 2 — М., 1970.