არტიურ ადამოვი
არტიურ ადამოვი (ფრანგ. Arthur Adamov; დ. 23 აგვისტო, 1908, კისლოვოდსკი — გ. 15 მარტი, 1970, პარიზი) — ფრანგი დრამატურგი, ესეისტი, მთარგმნელი, წარმოშობით სომეხი.
არტიურ ადამოვი | |
---|---|
რუს. Артур Адамян სომხ. Արթյուր Ադամով | |
დაბ. თარიღი | 23 აგვისტო, 1908[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | კისლოვოდსკი, თერგის ოლქი, კავკასიის სამეფისნაცვლო, რუსეთის იმპერია[9] [2] |
გარდ. თარიღი | 15 მარტი, 1970[10] (61 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთი[10] [2] |
დასაფლავებულია | ივრი-სიურ-სენის სასალფაო[11] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[2] [12] |
ეროვნება | სომხები[13] |
საქმიანობა | დრამატურგი, მწერალი[2] , პროზაიკოსი, მთარგმნელი, მსახიობი და radio playwright |
ალმა-მატერი | ლაკანალის ლიცეუმი |
მეუღლე | Jacqueline Autrusseau[14] |
ბიოგრაფია
რედაქტირებამის პირველ ლექსებში სიურრეალიზმის გავლენა იგრძნობა. ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში განცდილი ტანჯვა აღწერა „საშინელ დღიურში“ (1943). უიმედობითაა გამსჭვალული მისი ავტობიოგრაფიული მოთხრობა „აღსარებაც“ (1946). პიესებით — „პაროდია“ (1947, გამოქვეყნდა 1950), „შემოსევა“ (1950), „დიდი და პატარა მანევრი“ (1953), „ყველანი ყველას წინააღმდეგ“ (1953), „მოძრაობის აზრი“ (1955) — ბეკეტსა და იონესკოსთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ავანგარდისტულ, ე. წ. „აბსურდის თეატრს“. მომდევნო პერიოდის პიესებში „პაოლო პაოლი“ (1957), „მე არა ვარ ფრანგი“ (1958), „გაზაფხული 71“ (1961), „Off limits“ (1968) და სხვ. მებრძოლი რეალისტური დრამატურგიის ტენდენციები შეინიშნება. თავისი ცხოვრება ასახა მოგონებათა წიგნში „ადამიანი და ბავშვი“ (1968).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 82.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 15. — ISBN 978-2-221-06888-5
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Адамов Артюр // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 10.0 10.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118500589 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://equipement.paris.fr/cimetiere-parisien-d-ivry-4504
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2012.
- ↑ სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ https://www.fnac.com/Arthur-Adamov/ia43785/bio