ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არტემისია I კარიელი  (ძვ. ბერძნ. Ἀρτεμισία) (ძვ. წ. დაახლ. 480 ) — ჰალიკარნასის მმართველი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მართავდა კარიას.[1] სპარსელების მოკავშირე. არტემისია თან ახლდა ქსერქსეს I-საბერძნეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში. მეთაურობდა საკუთარი ხუთი გემისგან შემდგარ რაზმს,  ასევე ნისიროსის, კოსის და კალინდას გემებს. ჰეროდოტეს გადმოცემით, ეს ხომალდები, სიდონის გემების შემდეგ, საუკეთესოები იყვნენ სპარსეთის ფლოტში. არტემისია ისტორიაში ცნობილი გახდა სალამინის ბრძოლით. იგი გამოირჩეოდა  სიმამაცით, გამბედაობითა და მონდომებით.  მოკავშირეებს შორის   არტემისია განსაკუთრებული პატივისცემით  სარგებლობდა ქსერქსეს მხრიდან. [2][3]

არტემისია I

ჰალიკარნასის მმართველი არტემისია. სალამინის ბრძოლა.ვილჰელმ ვონ კაულბახის რეპროდუქცია.
მშობლიური სახელი Ἀρτεμισία
დაბადების თარიღი ძვ. წ. V საუკუნე
ჰალიკარნასი
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. V საუკუნე
ცნობილია როგორც ჰალიკარნასის მმართველი.
შვილ(ებ)ი პისინდელიდი
მშობლები მამა: ლიგდამიდ I

სახელი და წარმომავლობა

რედაქტირება

სახელი არტემისია ნადირობის ქალღმერთ არტემიდას (Ἄρτεμῐς +‎ -ῐ́ᾱ) უკავშირდება. ჰეროდოტეს ცნობით, არტემისიის მამა გახლდათ ჰალიკარნასელი  ლიგდამიდ I, ხოლო დედა წარმოშობიდან კრეტადან იყო.[4]

სალამინის ბრძოლა

რედაქტირება

ბერძენთა გაერთიანებული ფლოტი იდგა სრუტეში ატიკასა და სალამინს შორის. ქსერქსემ, რომელიც დარწმუნებული იყო თავისი მრავალრიცხოვანი ფლოტის გამარჯვებაში, უბრძანა მას შესულიყო სრუტეში და ბერძნებს შებრძოლებოდა. [5]

მხოლოდ არტემისია არწმუნებდა სპარსეთის მეფე ქსერქსეს, არ გაემართა ბერძნებთან საზღვაო ბრძოლა. მიუხედავად ძლიერი არგუმენტებისა, მეფემ არ დაუჯერა მის რჩევას. თუმცა   თავად არტემისიამაც მიიღო  მონაწილეობა სალამინის ბრძოლაში  ძვ.წ. 480 წლის სექტემბერში  როგორც სპარსელების მოკავშირემ. ბერძნული გემების მეთაურებს არტემისიას ხელში ჩაგდების შესახებ ბრძანება ჰქონდათ მიცემული. მისი დატყვევებისთვის 1000 დრაჰმა იყო ჯილდოდ დაწესებული. იონიის მმართველი ამ ბრძოლაში 5 საბრძოლო გემს მეთაურობდა. ბრძოლის ერთ მომენტში ბერძნები ახლოს იყვნენ არტემისიას გემის შეპყრობასთან, თუმცა მან მოახერხა, ხელიდან დასხლტომოდა მტერს. იმ მომენტში, როდესაც ბერძნები თავს დაესხნენ მის ტრიერას, არტემისიამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა ძალიან უჩვეულო გზით: ზურგი აქცია ბერძენთა გემს და შემთხვევით თუ განზრახ მოკავშირეთა ხომალდს  დაეჯახა, რომელიც შუაზე გაიპო და  მალე  მთელი თავისი  ეკიპაჟით ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. ათენელებმა ხელი აიღეს იონიის მმართველის შეპყრობის გეგმაზე, ვინაიდან  თავის მომხრედ ჩათვალეს.  მან ფალერში  მოახერხა გაქცევა.[6]

დიდებულებით გარშემორტყმული ქსერქსე ბრძოლას ატიკის მაღალი ნაპირიდან უთვალთვალებდა. ჩაძირული მოკავშირეთა ხომალდი მტრის ხომალდად ჩათვალა და  არტემისიას სიმამაცით კმაყოფილი დარჩა. ცხადია, ჩაძირული გემიდან არავინ გადარჩენილა,  მომხდარის შესახებ სიმართლე რომ ეთქვა.[7]

არტემისია სპარსელებთან დაუბრუნდა, სადაც, ჰეროდოტეს თანახმად, არტემისიას სიმამაცით აღფრთოვანებულმა ქსერქსემ განაცხადა:. “ჩემი მამაკაცები დიაცებად გადაიქცნენ, ხოლო ჩემი დიაცები — კაცებად!”

სპარსელებმა ამ ბრძოლაში გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს.

სალამინთან დამარცხების შემდეგ არტემისიამ დაარწმუნა ქსერქსე დაბრუნებულიყო მცირე აზიაშიქსერქსეს სარდლის მარდონიუსის რჩევის საწინააღმდეგოდ, რომელიც თვლიდა, რომ ქსერქსე უნდა დარჩენილიყო საბერძნეთში.  შედეგად ქსერქსემ სასწრაფოდ დატოვა საბერძნეთი და თავისი ჯარით უკან დაბრუნდა.  არტემისიას დაავალა თავისი უკანონო შვილები ეფესოში გადაეყვანა საიდანაც, სავარაუდოდ, ისინი წავიდოდნენ დედაქალაქ სუსაში დაწყებული აჯანყების ჩასახშობად. სანაცვლოდ, არტემისიამ სპარსელებთან მოკავშირეობით ხელსაყრელი პირობები მიიღო.

გარდაცვალება და ხსოვნა

რედაქტირება
 
არტემისიას როლის შემსრულებელი ევა გრინი 2014 წლის ფილმში "300 სპარტელი:იმპერიის აღმავლობა"

ბიზანტიის პატრიარქის ფოტიოს I –ის  მიერ ჩაწერილი ლეგენდის თანახმად, არტემისიას ვნებიანად შეუყვარდა დარდანიუსი. როდესაც საპასუხო  გრძნობა ვერ მიიღო,  არტემისია ორაკულთან კონსულტაციის შემდეგ, კლდიდან ეგეოსის ზღვაში გადახტა. ჰეროდოტე უფრო კეთილგანწყობილი  იყო არტემისიას მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი სპარსელთა მხარეს იბრძოდა. სავარაუდოდ ამის მიზეზი ის იყო, რომ არტემისია ჰეროდოტეს მსგავსად, ჰალიკარნასიდან გახლდათ.[8][9]

ფეჰლევიანების დინასტიის დროს აგებულ ირანულ გამანადგურებელს ეწოდა  არტემისიას სახელი  "არტემისი".

არტემისიას  ფიგურირებს 1962 წლის ფილმში „300 სპარტანელი“ , გორ ვიდალის თანამედროვე  ნაწარმოებში  „სამყაროს შექმნა“ და 2014 წლის ფილმში „300 სპარტელი: იმპერიის აღმავლობა.[10][11]

  1. On the identification with Artemisia: "...Above the ships of the victorious Greeks, against which Artemisia, the Xerxes' ally, sends fleeing arrows...". Original German description of the painting: "Die neue Erfindung, welche Kaulbach für den neuen hohen Beschützer zu zeichnen gedachte, war wahrscheinlich „die Schlacht von Salamis“. Ueber den Schiffen der siegreichen Griechen, gegen welche Artemisia, des Xerxes Bundesgenossin, fliehend Pfeile sendet, sieht man in Wolken die beiden Ajaxe" in Altpreussische Monatsschrift Nene Folge p. 300
  2. Enc. Britannica, "Artemisia I"
  3. Lysistrata 675
  4. Thesmophoriazusae 1200
  5. Polyaenus: Stratagems- Book 8, 53.5 "Artemisia, queen of Caria, fought as an ally of Xerxes against the Greeks."
  6. Herodotus Book 8: Urania, 68 "...which have been fought near Euboea and have displayed deeds not inferior to those of others, speak to him thus:...
  7. "Herodotus" Suda At the Suda On Line Project.
  8. " Herodotus Book 8: Urania, 67 "...when he had come and was set in a conspicuous place, then those who were despots of their own nations or commanders of divisions being sent for came before him from their ships, and took their seats as the king had assigned rank to each one, first the king of Sidon, then he of Tyre, and after them the rest: and when they were seated in due order, Xerxes sent Mardonios and inquired, making trial of each one, whether he should fight a battle by sea."
  9. "LacusCurtius • Herodotus VII.99.
  10. "Biography of Artemisia I, Warrior Queen of Halicarnassus".
  11. "300: Rise of an Empire (2014)".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არტემისია_I“-დან