არმენია (ესპ. Armenia) — ქალაქი კოლუმბიაში, კინდიოს დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს კოლუმბიის სამ უდიდეს ქალაქს — ბოგოტას (290 კილომეტრით დასავლეთით), მედელინსა და კალის შორის. საშუალო წლიური ტემპერატურა 8 °C- 22 °C-ს შეადგენს.

ქალაქი
არმენია
Armenia
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
დეპარტამენტი კინდიო
კოორდინატები 4°31′43″ ჩ. გ. 75°42′15″ დ. გ. / 4.52861° ჩ. გ. 75.70417° დ. გ. / 4.52861; -75.70417
მერი ანიბალ გავირია
დაარსდა 1889
ფართობი 140 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1 551
მოსახლეობა 292 008 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 2 100 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 57 + 6
ოფიციალური საიტი armenia.gov.co
არმენია (კოლუმბია) — კოლუმბია
არმენია (კოლუმბია)

ქალაქი 1889 წლის 14 ოქტომბერს ხესუს მარია ოკამპომ დააარსა. იაგუარებზე ნადირობის სიყვარულის გამო მას ზედემტსახელად „ტიგრეროს“ (ვეფხვის მკვლელი) ეძახდნენ. მიწა მან ანტონიო ერერასგან შეიძინა, რაშიც ასი პესო გადაუხადა ოქროს მონეტებში. ოკაპომ ჯერ სავაჭრო ცენტრი ააშენა, შემდეგ კი ტერიტორია მოსახლეებს მიჰყიდა. დაარსებიდან ექვსი თვის შემდეგ, 1890 წლის აგვისტოშო, მოსახლეობამ 100 ადამიანს მიაღწია, რის შემდეგაც ის მთავრობამ კანონიერად სცნო. თავდაპირველად ქალაქს ვილია-ოლგინი ერქვა, იმჟამინდელ პრეზიდენტ კარლოს ოლგინ მალიარინოს პატივსაცემად. ამჟამინდელი სახელი სავარაუდოდ იმ სომხების პატივსაცემად ეწოდა, რომლებიც 1894-97 წლებში, დასავლეთ სომხეთში ოსმალეთის იმპერიის მიერ მოწყობილ მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ემსხვერპლნენ. ხშირად ქალაქს ზედემტსახელად „სიუდად-მილაგროს“ (სასწაულების ქალაქი) უწოდებენ.

ეკონომიკა

რედაქტირება

საკმაოდ სწრაფად ხდება არმენიის ურბანული ზრდა-განვითარება. ადგილობრივი ეკონომიკა დღემდე ეფუძნება ყავისა და ბანანის წარმოებას. მნიშვნელოვნად ვითარდება ტურიზმი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება