არკადი ტერ-თადევოსიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არკადი ივანი ტერ-თადევოსიანი (სომხ. Արկադի Իվանի (Հովհաննեսի) Տեր-Թադևոսյան; (დ. 22 მაისი, 1939, თბილისი, სსრკ - გ. 31 მარტი, 2021 წელი, ერევანი, სომხეთი) — სომეხი გენერალ-მაიორი, პირველი მთიანი ყარაბაღის ომის დროს სომხური ძალების სამხედრო ლიდერი და სომხეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე.[1] ტერ-თადევოსიანი იყო 1992 წლის 8-9 მაისს ქალაქ შუშის აღების ოპერაციის მეთაური.[2]

არკადი ივანი ტერ-თადევოსიანი
Արկադի Իվանի (Հովհաննեսի) Տեր-Թադևոսյան
ეროვნება სომხები
დაბადების თარიღი 22 მაისი, 1939
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი, 2021 (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი, სომხეთი
ჯარის სახეობა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმია და საბჭოთა არმია
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები ავღანეთის ომი
მთიანი ყარაბაღის ომი
შუშას ბრძოლა
ჯილდოები წითელი დროშის ორდენი, არცახის გმირი, ერევნის საპატიო მოქალაქე, საპატიო ნიშნის ორდენი, Jubilee Medal "50 Years of Victory in the Great Patriotic War 1941–1945", მარშალ ბაგრამიანის მედალი, მედალი „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი“, Medal "For Impeccable Service", 3rd class, Medal "For Impeccable Service", 2nd class, Q1986299?, The Order of the Combat Cross, „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების 50 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, Jubilee Medal "60 Years of the Armed Forces of the USSR", Jubilee Medal "70 Years of the Armed Forces of the USSR" და Medal "For Impeccable Service"

ბიოგრაფია

რედაქტირება

არკადი ტერ-თადევოსიანი დაიბადა თბილისში, საქართველოს სსრ.[3] თბილისში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა ოფიცერი გამხდარიყო. ის სწავლობდა ბაქოს კომბინირებული შეიარაღების სარდლობის სკოლაში, შემდეგ კი ლენინგრადის მომსახურებისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემიაში. ის მსახურობდა ავღანეთში, სადაც მიიღო მეტსახელი ,,მთის მელა". მან განაგრძო სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიაში ლენინაკანში (თანამედროვე გიუმრი), აღმოსავლეთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ბელორუსიასა და ერევანში.[3] ის ასევე მუშაობდა სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ლექტორად. საბჭოთა კავშირის დაშლისა და მთიან ყარაბაღში დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ტერ-თადევოსიანმა მონაწილეობა მიიღო 1990 წელს საბჭოთა აზერბაიჯანის საზღვრებთან მდებარე სომხური სოფლების დაცვის ორგანიზებაში. ის შეუერთდა სასუნცის რაზმს, რათა დაეცვა სოფლები აზერბაიჯანელი მებრძოლების მიერ განხორციელებული მუდმივი თავდასხმებისგან.

მთიანი ყარაბაღის პირველი ომი

რედაქტირება

ტერ-თადევოსიანი დაინიშნა სასწავლო კორპუსის თავდაცვის კომიტეტის უფროსად 1991 წელს. 1992 წელს იგი დასახელდა სტრატეგიული ქალაქ შუშის აღების ოპერაციის მეთაურად (სახელწოდებით ,,ოპერაცია ქორწილი მთებში"). ქალაქი აიღეს 1992 წლის 9 მაისს, ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვება სომხური ძალების მიერ ყარაბაღის პირველი ომის დროს. ტერ-თადევოსიანი სომხეთში ცნობილია როგორც ,,შუშის განთავისუფლების შემოქმედი".<refname="PanArmԿոմանդոս. Կենաց պայքար (Komandos: A Struggle for Survival) დაარქივებული 2018-07-18 საიტზე Wayback Machine. ." Panarmenian.net. November 2, 2010.</ref> მან მონაწილეობა მიიღო სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებაში და დაეხმარა მას მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვაში, სანამ ის კარგად განვითარებული ინსტიტუტი გახდებოდა.<refACNIS Salutes the Armenian Armed Forces on Army Day (January 28, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 29, 2013. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 13, 2021.</ref> 1992 წლის 25 მაისს ტერ-თადევოსიანს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს მიღწეული წარმატებებისთვის. მან ასევე მიიღო საბრძოლო ჯვრის ორდენი (1-ლი კლასი).

შემდგომი სიცოცხლე და სიკვდილი

რედაქტირება

2000 წლის მაისში ტერ-თადევოსიანმა დატოვა იერუსალიმის ვეტერანთა კავშირი და დააფუძნა განმათავისუფლებელი ომის ვეტერანთა ორგანიზაცია, თუმცა მან დატოვა იგი იმავე წლის ივლისში, გამოხატა პირადი წყენა მათთან დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებით.[4]

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბაკო საჰაკიანმა მას 2009 წელს გადასცა ოქროს არწივის ორდენი და არჩახის გმირის წოდება შუშას აღების მე-17 წლისთავზე.[5] სამხედრო კარიერის შემდგომ წლებში ტერ-თადევოსიანი ხელმძღვანელობდა სომხეთის შეიარაღებულ ძალებში სპეციალისტების მომზადებას.

იგი გარდაიცვალა ერევანში 2021 წლის 31 მარტს.[6] სამძიმარი გამოთქვეს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა,[7] პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა[8] და ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა.[9] მეთაურის საზეიმო წირვა ჩატარდა 2 აპრილს კარენ დემირჩიანის კომპლექსში და ასევე გაიმარა რელიგიური ცერემონია 3 აპრილს ერევნის წმინდა იოანეს ტაძარში. ის დაკრძალეს დავითაშენის რაიონის საოჯახო სასაფლაოზე.[10]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

2021 წლის 8 მაისს ტერ-თადევოსიანი სიკვდილის შემდეგ დასახელდა სომხეთის ეროვნულ გმირად.[11] პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ასევე დააჯილდოვა ტერ-თადევოსიანი სამშობლოს ორდენით, რომელიც მან გადასცა მის შვილს ჰაიკ ტერ-თადევოსიანს.[12] ტერ-თადევოსიანისთვის დაგეგმილია სახლ-მუზეუმის გაკეთება.[13]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Armenian general on OSCE MG co-chairs’ parity დაარქივებული 2012-09-12 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links." Tert. Retrieved May 18, 2012.
  2. Melkonian, Markar. My Brother's Road: An American's Fateful Journey to Armenia. New York: I. B. Tauris, 2005, pp. 219-220 ISBN 1-85043-635-5
  3. 3.0 3.1 Khachatryan, H. M. (2004). „Ter-Tadevosyan, Arkadi Ivani“. In Ayvazyan, H. M. (ed.). Ղարաբաղյան ազատագրական պատերազմ [Karabakh Liberation War]. Yerevan: Armenian Encyclopedia. p. 629. ციტირების თარიღი: 1 March 2021.
  4. Ter-Saakyan, Karine. "Karabakh Veterans Split by Conflicting Loyalties." Institute for War & Peace Reporting. CRS No. 52, October 6, 2000. Retrieved July 16, 2008. [მკვდარი ბმული]
  5. NKR President decorates Arkady Ter-Tadevosyan with the Golden Eagle Order დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine. Retrieved May 18, 2012.
  6. Legendary commander Arkady Ter-Tadevosyan dies aged 81 en-US. ციტირების თარიღი: 2021-03-31
  7. Prime Minister Nikol Pashinyan’s condolence message on passing of Artsakh Hero Arkady Ter-Tadevosyan en. ციტირების თარიღი: 2021-04-02
  8. The life of Arkady Ter-Tadevosyan is a guide to military courage, military education and military-patriotic upbringing. President Armen Sarkissian - Press releases - Updates - The President of the Republic of Armenia en. ციტირების თარიღი: 2021-04-02
  9. Armenia ex-President Kocharyan extends condolences on Arkady Ter-Tadevosyan’s death en. ციტირების თარიღი: 2021-04-02
  10. Requiem Service for Artsakh hero Arkady Ter-Tadevosyan to be held at Yerevan sport-concert complex en. ციტირების თარიღი: 2021-04-02
  11. „Major-General Arkady Ter-Tadevosyan posthumously named National Hero of Armenia“.
  12. Acting PM hands over Arkady Ter-Tadevosyan’s Order of Motherland to his son en-US. ციტირების თარიღი: 2021-05-08
  13. He was not only a hero and a legendary commander, but, first of all, an honest intellectual and a simple man. President Sarkissian visited the family of the Artsakh Hero, Major General Arkady Ter-Tadevosyan - Press releases - Updates - The President of the Republic of Armenia en. ციტირების თარიღი: 2021-05-08